ზუ­რა ხა­ჩი­ძე: "ა­მა­თი "ბლა­ტა­ო­ბა" უნ­და დას­რულ­დეს"

ზუ­რა ხა­ჩი­ძე: "ა­მა­თი "ბლა­ტა­ო­ბა" უნ­და დას­რულ­დეს"

მომ­ღე­რა­ლი ზუ­რა ხა­ჩი­ძე ცო­ტა ხნის წინ ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­წევ­რდა და ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თბი­ლის­ში, დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად წა­რად­გი­ნა. ამ და სხვა თე­მებ­ზე ზუ­რას და მის მე­უღ­ლეს, ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

- ზუ­რა, თქვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო...

- 2007 წლი­დან აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცე­სებ­ში. ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი იმას, რაც არ მომ­წონ­და. 2008 წელს კი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ამ შე­მომ­თა­ვა­ზა, ბორ­ჯომ­ში მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტა­ტად მე­ყა­რა კენ­ჭი. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს არ­ჩევ­ნე­ბიც გა­ა­ყალ­ბა და.­.. ა­მის შემ­დეგ ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტებ­მა შე­მომ­თა­ვა­ზეს მათ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­წევ­რე­ბა. საკ­მაო ხანს გრძელ­დე­ბო­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, კარ­გად დავ­ფიქ­რდი და მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. თუ ხალ­ხის დახ­მა­რე­ბას შევ­ძლებ და სამ­შობ­ლოს გა­მო­ვად­გე­ბი, რა­ტო­მაც არა?

- ხა­თუ­ნა, რას იტყ­ვით ზუ­რას ამ ნა­ბიჯ­ზე?

- ზუ­რას ნე­ბის­მი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას დიდ პა­ტივს ვცემ და ყო­ველ­თვის მხარ­ში ვუდ­გა­ვარ. სხვა გეგ­მე­ბი გვქონ­და, მაგ­რამ ზუ­რას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ ჩვე­ნი ოჯა­ხი ყი­რა­ზე და­ა­ყე­ნა. სა­ბერ­ძნეთ­ში ვა­პი­რებ­დით გა­დას­ვლას, სა­დაც ანას­ტა­სი­ას­თვის სკო­ლა უკ­ვე მო­ძებ­ნი­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ზუ­რას პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მამ შეგ­ვაც­ვლე­ვი­ნა გეგ­მე­ბი და პა­ტა­რა ანას­ტა­სია კი­ნა­ღამ სკო­ლის გა­რე­შე დაგ­ვრჩა - წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ჩვენს უბან­ში არც ერ­თმა სა­ჯა­რო სკო­ლამ არ მი­ი­ღო. მად­ლო­ბა ღმერთს, სას­წავ­ლო წლის დაწყ­ე­ბამ­დე ორი დღით ად­რე ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლის, ნი­ნის ყო­ფილ ფრან­გულ კო­ლეჯ­ში მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც, რა თქმა უნ­და, ფა­სი­ა­ნი­ა.

- ზუ­რა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ად მი­იჩ­ნევს...

- ქდმ არის პარ­ტი­ა, რო­მე­ლიც ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ უხ­სნის ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მებს და რო­გორ უბ­რუნ­დე­ბა ვინ­მეს ენა, ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ას რომ გვე­ძა­ხი­ან? ქდმ-ის ლი­დე­რე­ბი პირ­ვე­ლი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს - ბი­ჭე­ბის ჩა­ხოც­ვი­დან დაწყ­ე­ბუ­ლი, ნე­ბის­მი­ე­რი უკა­ნო­ნო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა, ასე ხე­ლა­ღე­ბით უწო­დო ადა­მი­ა­ნებს ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­ა.

- ამ ეჭვს აჩენს თუნ­დაც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­ტე­ლე­ვი­ზიო რეკ­ლა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ქუ­ჩის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რებ­ზე მხო­ლოდ ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სა და თქვე­ნი პარ­ტი­ის რეკ­ლა­მე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რა­საც ვერ ვიტყ­ვით "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე".

- ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­­­­რა­­ო­ბა გა­მოც­დი­ლი­ა, და, რო­გორც ჩანს, ად­რე­ვე და­ი­ჭი­რა თა­და­რი­გი. ­ახ­ლა, რო­გორც ვი­ცი, ყვე­ლა სა­ბილ­ბორ­დე სტენ­დი და­კა­ვე­ბუ­ლია და და­ნარ­ჩენ­მა პარ!ტი­ებ­მა ამი­ტო­მაც ვერ მო­ას­წრეს რეკ­ლა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა­.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თქვა, ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბის და­პი­რე­ბა აბ­სურ­დი­ა­ო...

- აბ­სურ­დი მა­თი მმარ­თვე­ლო­ბა­ა! ხომ ხე­დავთ, ამ 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა დღე­ში ჩა­აგ­დეს სა­ქარ­­თვე­ლო. ამა­თი "ბლა­ტა­ო­ბა" უნ­და დას­რულ­დეს. ქვეყ­ნის მარ­თვა მხო­­ლოდ ფა­სა­დე­ბი­სა და სკვე­რე­ბის გა­­კე­თე­ბა არ არის.

- ხა­თუ­ნა, პა­ტა­რა ანას­ტა­სია რო­გორ შეხ­ვდა მა­მის პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვას?

- რო­გორ და, დი­ლით ეზო­ში ჩა­ვი­და, მე­ზობ­ლე­ბი შეკ­რი­ბა და უთხ­რა, ჩე­მი მა­მი­კო ქრის­ტი­ან­-დე­მოკ­რა­ტებ­ში წა­ვი­დაო (ი­ცი­ნის).

- ანას­ტა­სი­ას ახა­ლი სიმ­ღე­რის ჩა­წე­რას ხომ არ აპი­რებთ?

- გამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც რუ­სა მორ­ჩი­ლა­ძემ და­უ­წე­რა ირი­ნა სა­ნი­კი­ძის ტექ­სტზე.

ზუ­რა: - ამ სიმ­ღე­რას მე და ანას­ტა­სია შე­ვას­რუ­ლებთ დუ­ეტ­ში.

- ხათუნა, თქვე­ნი ძმა, მე­რაბ ჟორ­და­ნია არ აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ მე­რა­ბი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვალს არ ადევ­ნებს, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის მხო­ლიდ თა­ვი­სი საქ­მით არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ჩე­მი ძმა იყო პირ­ვე­ლი, ვინც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­წას­თან გა­ას­წო­რა. მე­რა­ბი ორ­ჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს­. მის წი­ნა­აღ­მდეგ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი წარ­მარ­თა. ა­რა­და, მე­რაბს ძა­ლი­ან უყ­ვარს ფეხ­ბურ­თი და რომ ეც­ლი­ათ, ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის ბევრ სა­სი­კე­თო საქ­მეს გა­ა­კე­თებ­და. მე­რაბ ჟორ­და­ნია არ არის ამ მთავ­რო­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლი და ამი­ტო­მაც მო­ი­შო­რეს თა­ვი­დან...

- თქვენ­ზე ხში­რად ჭო­რა­ო­ბენ, ხან ერ­თმა­ნეთს გა­შო­რე­ბენ და ზუ­რას სხვა­ზე აქორ­წი­ნე­ბენ, ხან...

- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აფა­თუ­რებს ხელს სხვის სა­წოლ­ში, რად­გან თა­ვი­ან­თი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არ აქვთ. ჰო­და, იჭო­რა­ონ, რამ­დე­ნიც სურთ, ამით არა­ფე­რი მი­შავ­დე­ბა. თუმ­ცა ახ­ლა­ხან ერ­თ-ერ­თი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის გვერ­დზე ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კითხ­ე, გა­ვოც­დი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ან­მა ამ­დე­ნი ბოღ­მა და ღვარ­ძლი გად­მო­ან­თხი­ოს? ან რა სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებთ ეს ყვე­ლა­ფე­რი? ამ ადა­მი­ა­ნებს ღმერ­თმა შე­უნ­დოს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ოჯახს: ღვთის წყა­ლო­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი და წელ­ში გა­მარ­თუ­ლი ოჯა­ხი მყავს - ღვთის­ნი­ე­რი დე­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმა­რი, ძმა და რაც მთა­ვა­რი­ა, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი შვი­ლე­ბი. მე და ზუ­რას ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვცხოვ­რობთ.

ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება