150 დოლარის სანაცვლოდ - iphoe5-ის რიგში

150 დოლარის სანაცვლოდ - iphoe5-ის რიგში

წინდახედული ამერიკელები ფულს Apple-ის ფანების მეშვეობით შოულობენ. ნიუ-იორკის მაღაზიასთან ახალი iphoe5-ის შეძენის მსურველებმა ჯერ კიდევ ტელეფონის გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე დაიწყეს რიგში დადგომა.

ამავე რიგში მომსახურების ახალი ფორმაც ჩამოყალიბდა. ზედმეტად დაკავებულებს შეუძლიათ დაიქირაონ ადამიანი, ვინც iphoe5-ის რიგში მათ მაგივრად ჩადგება. ამ მომსახურების ღირებულება 40-დან 150 აშშ დოლამარდე მერყეობს.

”თუ თქვენ გეზარებათ, ან დრო არ გაქვთ, რომ ახალი ტელეფონის რიგში ჩადგეთ, მე ამას თქვენს ნაცვლად დიდი სიამოვნებით გავაკეთებ”, - აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ნიუ-იორკის Apple-ის მაღაზიასთან ახალ კლიენტს ელოდება.

Apple-ის პროდუქციის თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე კვირაა მაღაზიასთან საძილე ტომრებითა და  სკამებით ღამეებს ათევენ. ამის გამო მეხუთე ავენიუზე მოძრაობის პრობლემაც შეიქმნა.

მომზადებულია NEWSru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს