ჩინეთში მათხოვრები გალიაში ჩასვეს

ჩინეთში მათხოვრები გალიაში ჩასვეს

სამხრეთ ჩინეთში, ძიანსის პროვინციაში რელიგიურ ფესტივალთან დაკავშირებით ქუჩის მათხოვრები სპეციალურად მოწყობილ ლითონის გალიაში ჩასვეს, რათა ტურისტები არ შეწუხდნენ.

უპოვრები გისოსებს მიღმა მათხოვრობენ. გალიასთან მოსეირნე ადამიანებს საშუალება აქვთ, მივიდნენ და ფული ჩაუყარონ.

"ისინი გალიაში თავს კომფორტულად გრძნობენ. ხალხს მათთვის საკვები და წყალი მიაქვთ. ასე სჯობს, რადგანაც ფესტივალზე ქუჩები ხალხით ივსება", - აცხადებს ქალაქის ხელმძღვანელობა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა აქტივისტებმა ადამიანების გალიაში მოთავსება გააპროტესტეს.

"მათ სურთ, ხალხი დაარწმუნონ, რომ რეგიონში ღარიბი ადამიანები არ ცხოვრობენ და ეს მხოლოდ შოუს ნაწილია. ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. ისინი ზოოპარკის ცხოველებივით გალიაში მოათავსეს. ეს არაფერია, თუ არა ხალხის დამცირება", - აცხადებენ აქტივისტები.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს