ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

ესპანეთის ქალაქი სეტენილ დე ლას ბოდეგასი (Setenil de las Bodegas) კლდეში ნაკვეთი ქალაქის სახელით არის ცნობილი. ქალაქი განლაგებულია უზარმაზარი კლდის ძირში და გარემოცულია ვიწრო ხეობით. სახლების უმეტესობა კლდეშია აშენებული, ხოლო ზოგიერთ შენობის სახურავი კლდეა. სეტენილ დე ლას ბოდეგასში ყველა სახლი თეთრად არის შეღებილი.

ქალაქში დასახლება მე-12 საუკუნიდან დაიწყეს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ფართობიც. ქალაქს სეტენილ დე ლას ბოდეგასი მე-15 საუკუნეში დაერქვა. საუკუნეების განმავლობაში სეტინალმა მხოლოდ ულამაზესი ბუნებით არ მიიპყრო ყურადღება - პოპულარულია ქალაქის ხორცის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი. როგორც ტურისტები ამბობენ, არასდროს დაავიწყდებათ ბარებიდან და რესტორნებიდან გადაშლილი თვალწარმტაცი ბუნება და რასაკვირველია, უგემრიელესი მენიუ.

ტურისტები სეტენილს ხშირად 20 იანვარს სტუმრობენ, როდესაც ქალაქში წმინდა სებასტიანისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება.

ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

ქალაქი კლდეში

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს