ქეით მიდლტონს ორეული გამოუჩნდა

ქეით მიდლტონს ორეული გამოუჩნდა

ქეით მიდლტონს დიდ ბრიტანეთში ორეული გამოუჩნდა. ეს 32 წლის ორი შვილის დედა და ყოფილი მიმტანი ჰაიდი აგანია. ახალგაზრდა ქალი ქეით მიდლტონში ხშირად ეშლებათ. გასაკვირი არ არის, რომ აგანმა სამუშაო მიატოვა - ახლა იგი ღონისძიებებზე ქეითის იმიჯით გამოჩენაში 650 ევროს იღებს.

ოფიციანტად მუშაობის დროს ჰაიდი საათში მხოლოდ 6 ფუნტს იღებდა. "ადამიანები შემოდიოდნენ, ჩემსკენ თითს იშვერდნენ და ამბობდნენ "ეს ისაა",- იხსენებს აგანი სასადილოში მიმტანად მუშაობის დროს.

ჰაიდის სამი წლის ქალიშვილსაც კი უჭირს დედის ჰერცოგინიასგან გარჩევა. "როდესაც ჩემი ქალიშვილი მას (ქეითს) ჟურნალში ხედავს, მაჩვენებს და მეუბნება. "დედა ეს შენ ხარ",- ამბობს ჰაიდი.

თებერვალში აგანი სააგენტო Susan Scott Lookalikes-ში (ორეულების საგენტო) გაწევრიანდა და იმ სტილის კაბების, ფეხსაცმელის და აქსესუარების შეგროვება დაიწყო, როგორითაც ჰერცოგინია საზოგადოებაში გამოდის. 

ასევე იხილეთ: პრინცი ჰარი ოფიციანტთან ერთობა, რომელიც ქეით მიდლტონის ორეულია

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს