ბელგიელი მეძავები ზედმეტი სიშიშვლისთვის ჯარიმდებიან

ბელგიელი მეძავები ზედმეტი სიშიშვლისთვის ჯარიმდებიან

ბელგიის ქალაქ გენტში მომუშავე მეძავებს მომავალი თვიდან გარკვეული შეზღუდვები უწესდებათ, მათ მერმა სიშიშვლის დაფარვა დაავალა. მეძავებს ასევე აეკრძალათ საროსკიპოების ფანჯრებში გამომწვევი ქცევა და კლიენტების მოზიდვა.

თუ 1 ოქტომბრიდან გენტის მეძავები ამ წესებს არ დაიცავენ, მათ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, რომელიც 120 ევროს შეადგენს. ახალ ადგილობრივ კანონს ხელი ქალაქის მერმა, დანიელ ტერმონმა მოაწერა.

"მე არ ვარ პროსტიტუციის წინააღმდეგი. ისეთ ქალაქს, როგორიც გენტია, სჭირდება მეძავები. მაგრამ მათ უნდა დაიცვან გარკვეული წესები. ქალებს ეკრძალებათ ამსტერდამულ სტილში ფანჯარაში საცვლებით დგომა და სხეულით და ჟესტებით სექსუალური აქტის განსახიერება", - განაცხადა მერმა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს