საფრანგეთის კონსტიტუციურმა სასამართლომ ცხოველთა დამცველებს ქვეყნის სამხრეთში კორიდას აკრძალვაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ ეს პრაქტიკა კანონს არ ეწინააღმდეგება.
ფრანგული კანონმდებლობა ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
კორიდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისრტმა მანუელ ვალსმა დაიცვა. მისი თქმით, კორიდა ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. კორიდას მომხრეების კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ მისმა აკრძავლამ, შესაძლოა, სამხრეთ საფანგეთის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამჟამად კორიდა ლეგალურად მიიჩნევა მსოფლიოს 8 ქვეყანაში: მექსიკაში, ეკვადორში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, პერუში, ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის სამხრეთში.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.