"სილქ ტვის" მენიუს ჩამონათვალს ჟურნალ National Geographic-ის გამოწერის ფუნქცია დაემატა

"სილქ ტვის" მენიუს ჩამონათვალს ჟურნალ National Geographic-ის გამოწერის ფუნქცია დაემატა

"სილქ ტვის" მენიუს ჩამონათვალს ჟურნალ National Geographic-ის გამოწერის ფუნქცია დაემატა. მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, იოლი და კომფორტული ფორმით შეძლებს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის ქართული გამოცემის გამოწერას - "სილქ ტვის" პულტის ან ცხელი ხაზის 2 100-100 მეშვეობით (კოდური სიტყვის დასახელებით).

ჟურნალის სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ხოლო "სილქნეტის" მომხმარებლებზე ვრცელდება შეღავათები. მათთვის ჟურნალი 5 ლარი ეღირება, რაც ითვალისწინებს კურიერის მომსახურებასაც. ღირებულების დარიცხვა მოხდება მომხმარებლის ყოველთვიურ ანგარიშზე.

ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე გაყიდვაში 25 სექტემბრიდან ყოველთვიურად გამოვა და საქართველოს დიდ ქალაქებში 5 000-იანი ტირაჟით გავრცელდება. ჟურნალში 70 პროცენტი უცხოური, ხოლო 30 პროცენტი საქართველოში შექმნილი სტატიები განთავსდება.

ჟურნალი ამერიკის "ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების" ოფიციალური გამოცემაა, რომელშიც თავს იყრის ისტორიის, ახალი ტექნოლოგიების, არქიტექტურის, გეოგრაფიის, ანთროპოლოგიის, კლიმატური ცვლილებების შესახებ ანალიტიკური მასალები. ჟურნალი 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა და 125 წელია საინტერესოდ დაწერილ სტატიებს და უნიკალურ ვიზუალურ მასალას სთავაზობს ყველა კატეგორიის მკითხველს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის ცხელი ხაზით 2 100 100-ზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა