გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"

გოგა ხაინდრავა: "მიშა გაიქცევა საქართველოდან"

გოგა ხაინდრავა ახლახან დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც თავისი ახალი ფილმი - "დემოკრატიის შუქურა" ჩაიტანა. მასთან ერთად ბრიუსელში ირმა ინაშვილი, გიორგი ფოფხაძე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც იყვნენ. ევროპაში "დემოკრატიის შუქურის" ჩვენებას მალევე მოჰყვა ქართული ტელევიზიებით ქართული ციხის შემზარავი ვიდეოფირის გაშვება.

- როგორც კი სკეპტიკოსებმა ჩემს ფილმში ასახულ კადრებზე დაიწყეს ლაპარაკი, იქნებ ასე არ ხდებაო, უმალ გამოჩნდა მტკიცებულება ციხის ფირების სახით...

ჩემს ფილმში იგივეა ასახული, ოღონდ იქ მოვლენები ციხის გარეთ ხდება. არასოდეს დამავიწყდება კადრი - ბიჭი გარბის ღვინის აღმართზე, ვარდება, დგება, ვარდება, დგება და უკან 20 პოლიციელი მოსდევს.

ეს ბოროტმოქმედები იმდენად უტიფრები არიან, ამბობენ, პოლიციაში როგორი წესრიგიც დავამყარეთ, იმავეს ვიზამთ ციხეშიო. ამას ამბობენ მაშინ, როდესაც სააკაშვილის, ადეიშვილის, ბოკერიასა და მერაბიშვილის პოლიციაში, კერძოდ, ქალაქის სამმართველოში 26 მაისს ზუსტად იგივე გაუკეთეს ადამიანებს, რაც ციხის კადრებში ვნახეთ. ამას სჩადიოდნენ ბოროტმოქმედი მერაბიშვილის გამოზრდილი პოლიციელები. ეს კაცი დღეს პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს?!

ამერიკის ახალ ელჩს შევუთვალე, უნიკალური შანსი გაქვთ, რომ ქართველი ხალხის პატივისცემა დაიბრუნოთ, რომ თქვენ მართლა დემოკრატიული ქვეყანა და ცივილიზაციის დასაყრდენი ხართ-მეთქი. რომელი დროშით მომისპობ სიცოცხლეს და დაფარავ 14 წლის ბიჭის გაუპატიურებას, მნიშვნელობა არა აქვს. მივმართავ აშშ-ის ელჩს, თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი.

სააკაშვილი ბოროტმოქმედია და მას ჰააგის სასამართლო გაასამართლებს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის შუაღამისას უყურებდა ხოლმე ციხის ამ კადრებს. ამას უყურებდნენ ბაქრაძეც, ბოკერიაც, უგულავაც, რურუაც, წიკლაურიც, რადგან ისინი ახალ ადამიანს ქმნიდნენ და ექსპერიმენტს ატარებდნენ ქართველ ხალხზე. ისინი ისეთივე დამნაშავეები არიან, როგორიც ნაცისტური ბანაკის ცნობილი ექიმი მენგელი.

ყველაფერი რომ გაცხადდება, თმა ყალყზე დაუდგება ქართველ ხალხს. ისეთი ჩირქი მოგვეცხო, რომ ამ ლაქას მხოლოდ დიდი ცრემლითა და მთელი მსოფლიოს წინაშე დიდი მონანიებით თუ მოვიშორებთ. ეს არის დორიან გრეის პორტრეტი, - წყლულებიანი, აყროლებული, დეგრადირებული და მეუბნებიან, ეს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არიან საქართველოს სახეო. ეს მხეცები გალიებში უნდა ჩასვა, ატარო მსოფლიოში და აჩვენო, როგორ შეიძლება გადაგვარდეს ადამიანი... აჩვენეთ ეს კადრები მაკკეინს, კლინტონს, ამერიკას და საინტერესოა, რას იტყვიან? მაკკეინს 7 წელი აწამებდნენ კომუნისტები ვიეტნამში და ამათ როგორ იცავს? ამ კანიბალებს აფარებს ხელს, რომ აქ გავლენა ჰქონდეს, რათა ავღანეთში რამდენიც უნდათ, იმდენი ქართველი ჯარისკაცი გაგზავნონ?! არ გამოვა! საქართველო უღირსეულესი ქვეყანაა და იცით, ვინ გვაჩვენა ეს? იმ ბიჭმა, რომელსაც გისოსზე მიბმულს ცოცხით აწამებდნენ და მაინც არ გატყდა, იმ 14 წლის ბიჭმა, რომელიც აწამეს და ვერ ათქმევინეს, რაც უნდოდათ. უნდა გავიგოთ, ვინ არის ის ორი ბიჭი, ერთ დიდ შეკრებაზე გამოვიყვანოთ და მადლობა ვუთხრათ, რომ ღირსეული კაცები არიან. მათზე იძალადეს, მაგრამ პატივი ვერ აჰყარეს.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა