აიშვარია რაი გაეროს კეთილი ნების ელჩია

აიშვარია რაი გაეროს კეთილი ნების ელჩია

ინდოელი ვარსკვლავი აიშვარია რაი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა.

"მისის რაი ბაჩი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს და პატივს სცემს. დარწმუნებული ვარ, რომ რაის გავლენის წყალობით  UNAIDS მიზანს მიაღწევს - 2015 წლისთვის შიდსით დაავადებული ნაკლები ბავშვი გაჩნდება",- განმარტა UNAIDS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიშელ სიდიბემ.

ფორუმი- Global Partnership Forum Women Leaders ნიუ-იორკში The Yale Club-ში გაიმართა. აიშვარია შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა.

"ახლა, როდესაც დედა თავად გავხდი, ეს ჩემთვის პირადი საქმე გახდა. ყოველი ბავშვი შიდსის გარეშე უნდა დაიბადოს. მინდა, რომ ყველა ქალისთვის, რომელიც შიდსით არის დაავადებული, სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს. გპირდებით, რომ UNAIDS-თან ერთად ყველაფერს გავაკეთებ”, - განაცხადა რაიმ. 

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება