ნანუკა ჟორჟოლიანს ემუქრებიან

ნანუკა ჟორჟოლიანს ემუქრებიან

რამდენიმე საათის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა Facebook-ის საკუთარი გვერდზე ვინმე დიმკა გოგოხიასთან საკუთარი მიმოწერა გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.

ტელეწამყვანისა და გოგოხიას დიალოგიდან ჩანს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს დაემუქრნენ. მას გოგოხია მისი და მისი მეუღლის, ირაკლი კოდუას შესახებ არსებული მასალის გამოაშკარავებით დაემუქრა, რომელიც გოგოხიას თქმით, მე-9 არხზე უნდა გავიდეს.

მას შემდეგ, რაც ჟორჟოლიანის შვილებსაც დაემუქრნენ, ტელეწამყვანმა სამართალდამცავებს მიმართა.

გავრცელებული ტექსტის კომენტარებში ნანუკამ აღნიშნა, რომ გოგოხია მისი შვილების ადგილსამყოფელითაც დაინტერესდა. როგორც ჟორჟოლიანი ამბობს, დიმკა გოგოხიას საცხოვრებელ ადგილად მოსკოვი აქვს მითითებული.

"ოფიციალურად მივმართე სამართალდამცველებს და ამიტომ ამ ეტაპზე ოფიციალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ისეთი მესიჯები გაგრძელდა მისი მხრიდან, საჭიროდ ჩავთვალე ასე მოვქცეულიყავი. ეს ადამიანი სოციალურ ქსელში მეგობრებში არ მყავდა, მასთან საერთო მეგობარი ძალიან ცოტა მყავს. შემდეგ მუქარის წერილები თეონა კონტრიძის "კედელზე" გააგრძელა." - განუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა Prime Time News-ს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები