ჟურნალ National Geographic-ის პირველ სამ ხელმომწერს კომპანია "სილქნეტი" დაასაჩუქრებს

ჟურნალ National Geographic-ის პირველ სამ ხელმომწერს კომპანია "სილქნეტი" დაასაჩუქრებს

ჟურნალ National Geographic-ის პირველ სამ ხელმომწერს კომპანია "სილქნეტი" დაასაჩუქრებს.

გამოვიდა ჟურნალ "National Geographic"-ის პირველი ქართულენოვანი ნომერი. გამოცემაში ისტორიის, ახალი ტექნოლოგიების, არქიტექტურის, გეოგრაფიის, ანთროპოლოგიის, კლიმატური ცვლილებების შესახებ ანალიტიკური მასალებია განთავსებული. ქართულენოვანი გამოცემის პირველი ნომერი დმანისის აღმოჩენას ეძღვნება.

კომპანია სილქნეტმა SilkTV-ს აბონენტებისთვის ჟურნალის გამოწერის სერვისი დანერგა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სახლიდან გაუსვლელად, იოლი და კომფორტული ფორმით - "სილქტვის" პულტის ან ცხელი ხაზის 2 100-100 მეშვეობით (კოდური სიტყვის დასახელებით) გამოწეროს გამოცემა. ჟურნალის სარეალიზაციო ფასი 7 ლარია, ხოლო "სილქნეტის" მომხმარებლებისთვის ჟურნალი 5 ლარი ღირს, რაც ითვალისწინებს კურიერის მომსახურებასაც. ღირებულების დარიცხვა ხდება მომხმარებლის ყოველთვიურ ანგარიშზე.

ერთი კვირის განმავლობაში გამოწერის სერვისით "სილქტივის" 200-ზე მეტმა აბონენტმა ისარგებლა. პირველი სამი მომხმარებელი, რომელმაც ჟურნალი National Geographic-ი სერვისის გააქტიურებისთანავე გამოიწერა, 26 სექტემბერს, ოთხშაბათს 18 საათზე დასაჩუქრდება მობილური ტელეფონი S1-ით "სილქნეტის" სერვის ცენტრებში თბილისსა (ჭავჭავაძის გამზ. №22) და ბათუმში (26 მაისის ქ. №47).

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა