კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი ახალ ფილმში გადაიღეს

კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი ახალ ფილმში გადაიღეს

ჰოლივუდის ვარსკვლავები - კიმ ბესინჯერი და მიკი რურკი 26 წლის შემდეგ კვლავ ერთად გადაიღეს. პოლიტიკური ფილმის "შავი ნოემბერი" (Black November) პრემიერა ნიუ-იორკში გაიმართა. ფილმის რეჟისორი ჯეტა ამატაა.

კიმისა და მიკის მონაწილეობით 1986 წელს გამოსული "ცხრა ნახევარი კვირა" დღემდე მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის საყვარელი ფილმია და 26 წლის შემდეგ ეკრანზე მსახიობების ერთად ხილვა ყველას აინტერესებდა.

58 წლის ბესინჯერი წლების შემდეგ წითელ ხალიჩაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა; ბესინჯერს სიმბოლურად ისეთივე სმოკინგი ეცვა, როგორიც ფილმში "ცხრა ნახევარი კვირა".

მიკი კი ფოტოგრაფებისთვის სათვალით პოზირებდა. რურკი ერთ დროს ყველაზე სასურველი მამაკაცი იყო, მაგრამ ამჟამად ცუდად გამოიყურება. პლასტიკურმა ქირურგიამ მის სახეს სავალალო ზიანი მიაყენა; რურკმა 1991 წელს ძალები კრივში მოსინჯა, რადგანაც ჰოლივუდში მისდამი მოთხოვნამ იკლო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, კრივში პროფესიონალურ დონეზე ვარჯიშობდა. სწორედ კრივის გამო დასჭირდა მას პლასტიკური ოპერაციების გაკეთება.

კიმი კი ვეგეტარიანელია და ამჟამად ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს. ბესინჯერის ყოფილი მეუღლე მსახიობი ალეკ ბოლდუინია. წყვილი 1993 წელს დაქორწინდა და 2000 წელს დაშორდა. კიმსა და ალეკს ქალიშვილი, 16 წლის აირლანდი ჰყავთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება