მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

მეტეხის ხიდზე პატრიარქმა პარაკლისი გადაიხადა

მეტეხის ხიდზე წმინდა 100 000 მოწამის წამების ადგილზე პარაკლისი დასრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და რამდენიმიე ათეულ სასულიერო პირთან ერთად აღავლინა.

მსახურებას უამრავი მრევლი ესწრებოდა, რომლებიც დღეს თბილისის კურთხევასთან დაკავშირებით მსვლელობებში მონაწილეობდნენ. მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მომლოცველებს ეკავათ.

პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მრევლს ჯვართამაღლების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ღვთისმშობელი ყოველთვის იცავდა და დღესაც იცავს საქართველოს. მან კურთხევა მისცა მრევლს, რომ ღვთისმშობლის ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო" რამდენჯერმე ეთქვათ პარაკლისის დაწყებამდე და პარაკლისის ბოლოსაც. ეს ლოცვა მრევლმა რამდენჯერმე თქვა. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმიდესმა მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა და შეკრებილებს სამების ტაძარში წასვლისკენ მოუწოდა, სადაც აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთათვის პანაშვიდს გადაიხდის.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"