ბონისა და კლაიდის იარაღი 500 000 დოლარად გაიყიდა

ბონისა და კლაიდის იარაღი 500 000 დოლარად გაიყიდა

ცნობილი ამერიკელი განგსტერების, ბონისა და კლაიდის იარაღი აუქციონზე ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა. მყიდველმა, რომელმაც 38 კალიბრიან რევოლვერში 500 000 აშშ დოლარი გადაიხადა, საკუთარი სახელი არ გაამხილა.

აუქციონზე ბონი პარკერისა და კლაიდ ბეროუს სხვა ნივთებიც გაიტანეს, თუმცა რევოლვერმა ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია. სწორედ ეს იარაღი ჰქონდათ თან ცნობილ მძარცველებს, როდესაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ეს 1934 წლის 23 მაისს მოხდა.

გარდა იარაღისა, ბონისა და კლაიდის ასობით ნივთს შორის პოპულარული იყო კლაიდის ჯიბის საათი, რომელიც 36 000 დოლარად გაიყიდა.

აუქციონიდან შემოსულმა თანხამ მილიონ დოლარს გადააჭარბა.

ბონის და კლაიდის რევოლვერი 500 000 დოლარად გაიყიდა

კლაიდის ჯიბის საათი 36 000 დოლარად გაიყიდა

მომზადებული lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს