ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი მინისტრთა კაბინეტის შედგენაზე მუშაობას ხვალიდან დაიწყებს

ბიძინა ივანიშვილი - ჩემი გუნდი მინისტრთა კაბინეტის შედგენაზე მუშაობას ხვალიდან დაიწყებს

"ქართული ოცნება" მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე ჩამოყალიბებული არ არის.

როგორც კოალიციის ლიდერმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გუნდი მინისტრთა კაბინეტის შედგენაზე მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

"ზუსტ დროს ვერ მოგახსენებთ თუ როდის დავასახელებ. ამას დრო ჭირდება. დრო ჯერ გვაქვს და ეს სასწრაფო არ არის. კარგად გავიაზრებთ და თავის დროზე წარმოგიდგენთ", - აცხადებს "ქართული ოცნების" ლიდერი.

ამასთან, მისივე თქმით, კოალიციას მთავრობის ფორმირების გეგმა ჯერ არ აქვს. "ახალ კაბინეტს ვერ დაგისახელებთ. ეს შიგნით გუნდში უნდა გადავწყვიტოთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მისი გუნდის წევრებიდან ჯერჯერობით "არავინ იცის, ვის რას ვუპირებთ".

"მთავარია, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ მთავრობა და ყველას შესატყვისი პოზიცია ჰქონდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ბიძინა ივანიშვილის თქმით, გადაწყვეტილება არც ამ თემაზეა მიღებული და საარჩევნო სიაში კახი კალაძის პირველ ნომრად ყოფნა ავტომატურად თავმჯდომარეობას არ ნიშნავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა