მოდის ინდუსტრიაში საუკეთესო ბრენდი Louis Vuitton-ია

მოდის ინდუსტრიაში საუკეთესო ბრენდი Louis Vuitton-ია

ფრანგული ბრენდი Louis Vuitton-ი მოდის ინდუსტრიაში საუკეთესოდ დაასახელეს.

Louis Vuitton-მა ისეთ ცნობილ ბრენდებს გაუსწრო, როგორიცაა Gucci, Burberry და Prada.

Louis Vuitton-ი რეიტინგში - "100 Best Global Brands" მოხვდა, რომელიც ცნობილი მსოფლიო ბრენდების ღირებულების მიხედვით შეადგინეს.

Louis Vuitton-მა, რომელიც 23,5 მლნ დოლარადაა შეფასებული, რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა. მსოფლიოს საუკეთესო ბრენდია Cocа-Cola, რომელიც 77,8 მლნ დოლარადაა შეფასებული.

მოდის ბრენდებს შორის მეორე ადგილი H&M-ს ერგო, რომელმაც რეიტინგში 23-ე ადგილი დაიკავა (16,5 მლნ დოლარი). მას Zara (9,5 მლნ დოლარი), Gucci (9,4 მლნ დოლარი) და Hermes (6,1 მლნ დოლარი) მოსდევს. ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-მ მეექვსე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში ასევე Cartier-ი, Tiffany & Co და L'Oreal-ი მოხვდნენ.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს