გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს

გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის საფლავი იპოვეს

არქეოლოგებმა გვატემალაში მაიას ტომის დედოფლის, კალომტე კაბელის საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორის, არქეოლოგ დევიდ ფრაილდელის თქმით, ეს პირველი მმართველია, რომელიც მაიას უმაღლეს არისტოკრატიას ეკუთვნოდა და რომლის სახელიც ზუსტად დადგინდა.

საფლავი უძველესი ქალაქის, ელ-პერუს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტაძარში აღმოაჩინეს. ამ საფლავს არქეოლოგებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს.

სწავლულებმა ტაძრის მთავარ კიბესთან ჩაზნექილი ნიადაგი შეამჩნიეს და იფიქრეს, რომ იქ შესაძლოა სიცარიელე ყოფილიყო.

გათხრის შემდეგ იქ საფლავი აღმოაჩინეს. საფლავში გარდა ნეშტისა, მოთავსებული იყო სხვადასხვა ისტორიული მნიშვნელობის ნივთები, სამკაულები, ჭურჭელი, თაბაშირით შექმნილი მმართველთა გამოსახულებები და თავად დედოფლის გამოსახულება, რომელიც მის ახალგაზრდობაში შეექმნათ.

მეცნიერთა მონაცემებით კამოლტე კაბელი გარდაცვალების დროს უკვე ზრდასრული ქალი იყო.

კამოლტე კაბელი ცნობილი იყო მისი მებრძოლი ხასიათით. ის სამეფოს დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მართავდა. ის Kaloomte-ს ტიტულს ატარებდა, რაც ქართულად "უზენაეს მებრძოლს" ნიშნავს. ეს ტიტული დედოფალს მის მეუღლეზე, მეფე კინიჩ ბაჰლამზე მეტ უფლებამოსილებას ანიჭებდა.

მომზადებულია france24.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს