მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი კიდევ ერთხელ იქორწინებენ

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი კიდევ ერთხელ იქორწინებენ

ჰოლივუდის მსახიობები - მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი განმეორებით იქორწინებენ. წყვილი ერთობლივი ცხოვრების 12 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მეუღლეებმა მართლაც რთული პერიოდი გაიარეს: ორი წლის წინ ექიმებმა დუგლასს ხორხის კიბო აღმოუჩინეს, მაგრამ მსახიობმა ავადმყოფობის დამარცხება შეძლო. კეტრინი კი შარშან ბიპოლარულ აშლილობაზე მკურნალობდა.

საქორწინო ცერემონია ბერმუნდის კუნძულებზე გაიმართება. ღონისძიებაზე მხოლოდ ახლო მეგობრებს მიიწვევენ.

მაიკლი და კეტრინი ორ შვილს - 12 წლის დილანს და 9 წლის კერის ზრდიან. კეტრინი მთელ დროს აშშ-ში ატარებს, მაშინ როცა მისი ოჯახი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი ძალიან განიცდის, რომ ახლობლებს იშვიათად ნახულობს.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება