საპირფარეშოს გოლფი

საპირფარეშოს გოლფი

Potty Putter-ი მინი გოლფია, რომელიც სპეციალურად იმ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც დროის უქმად დაკარგვა არ უყვართ, მაშინაც კი, როდესაც ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ. ეს მინი გოლფი უნიტაზთან მაგრდება და ახლა მამაკაცებს საპირფარეშოში შეუძლიათ მათი სპორტული უნარჩვევების დახვეწა.

სათამაშოს კომპლექტში შედის ორი ბურთი, ჯოხი, მწვანე ხალიჩა, ყუთი და ფირფიტა წარწერით :"არ შემაწუხოთ: მიმდინარეობს თამაში".

Potty Putter-ი არა მხოლოდ თქვენს სპორტულ უნარებს ხვეწავს, არამედ თქვენს საპირფარეშოში მრავალფეროვნება შემოაქვს. ახლა უკვე ტრადიციული ჟურნალ-გაზეთების კითხვა შეგიძლიათ გოლფის თამაშით ჩაანაცვლოთ.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს