პაატა კურტანიძე - ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვარ მონოპოლისტი, სამწუხაროა, რომ ახლაც იგივე მიწევს

პაატა კურტანიძე - ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვარ მონოპოლისტი, სამწუხაროა, რომ ახლაც იგივე მიწევს

ყველა ხელისუფლების დროს მიწევდა ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მე არ ვარ მონოპოლისტი. სამწუხაროა, რომ ახლაც იგივე მიწევს", - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას მხარს უჭერს, რა საკითხიც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე წამოჭრა.

"ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელია. ზუსტად უნდა განისაზღვროს მონოპოლისტის განსაზღვრის კრიტერიუმი და შემდეგ უკვე ის, თუ რომელი კომპანიები არიან მონოპოლისტები. ასე რომ, მივესალმები ბატონ ბიძინას განცხადებას", - აღნიშნა კურტანიძემ.

ამასთან, "ავერსის" დამფუძნებელს საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან "ერთი თხოვნაც" აქვს და მიმართავს, რომ კანონებში კომპანიების წარმომადგენლების აზრის მოსმენის გარეშე არაფერი შეცვალონ.

"მე არასდროს დამირღვევია კანონი. რა კანონიც იქნება, მის მიხედვით ვიმუშავებთ, მაგრამ მაქვს ერთი თხოვნა - არ მოხდეს ფარმაცევტულ თუ სხვა სფეროზე ახალი კანონის მიღება იქამდე, ვიდრე იქ მომუშავე წამყვანი კომპანიების აზრები არ იქნება მოსმენილი. მე არ ვამბობ, რომ გათვალისწინებული, მაგრამ მოსმენილი უნდა იყოს", - აღნიშნა კურტანიძემ.

პაატა კურტანიძე და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გუშინ, ბიზნესმენებთან შეხვედრაზე სწორედ მონოპოლიზაციის თემაზე საუბრისას შეკამათდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ