ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებში მაია მიმინოშვილიც მონაწილეობს

ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარე კონსულტაციებში მაია მიმინოშვილიც მონაწილეობს

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მიმდინარე კონსულტაციებში გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილიც მონაწილეობს.

მიმინოშვილს ბიზნესცენტრში შესვლისას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, სთავაზობენ თუ არა მას მართლაც განათლების მინისტრის პოსტს, მიმინოშვილმა განაცხადა, რომ არაფერი იცის და კომენტარს შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

კონსულტაციები მთავრობის დაკომპლექტებას შეეხება. ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა 8 ოქტომბერს უნდა დაასახელოს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა