"პროკრედიტ ბანკმა" მუშაობა განაახლა

"პროკრედიტ ბანკმა" მუშაობა განაახლა

"პროკრედიტ ბანკმა" მუშაობა განაახლა. როგორც ბაკში განმარტეს, გატაცებული თანხის მოცულობა მინიმალურია, ამიტომ კლიენტებს არ აქვთ აღელვების საფუძველი - მათ თანხას საფრთხე არ ემუქრება.

"ბანკში მოქმედებს ძლიერი დაცვის და რისკების მართვის სისტემა. ინციდენტი მთლიანად არის დაფიქსირებული კამერებზე. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბანკი თავს იკავებს დამატებითი დეტალების გამჟღავნებისგან. "პროკრედიტ ბანკი" მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო დიღმის სერვისპუნქტი კლიენტებს უკვე ჩვეულ რეჟიმში ემსახურება",-აცხადებენ ბანკში.

"პროკრედიტ ბანკის" დიღმის სერვისპუნქტში გუშინ დაახლოებით 9:45-ზე, უცნობი პირი შეიჭრა ფილიალში და გარკვეული თანხის გატაცება მოახერხა. ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ