უიტნი ჰიუსტონის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილიშვილი უიტნივით დაასრულებს

უიტნი ჰიუსტონის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილიშვილი უიტნივით დაასრულებს

მომღერალ უიტნი ჰიუსტონის დედა, სისი ჰიუსტონი ამბობს, რომ, შესაძლოა, მისმა შვილიშვილმა, ბობი კრისტინამ დედის ბედი გაიზიაროს. სისის აზრით, ბობი კრისტინამ ნარკოტიკებისა და მედიკამენტების მოხმარებას მიჰყო ხელი და შესაძლოა, უიტნივით ახალგაზრდა გარდაიცვალოს. სისი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს, რათა მემკვიდრეობა, რომელიც უიტნიმ ქალიშვილს დაუტოვა, გააკონტროლოს.

ბებია თვლის, რომ ბევრი ფული კრისტინაზე ცუდ ზეგავლენას მოახდენს. ვიდრე კრისტინა ჭკუაზე არ მოვა, 20 მილიონი დოლარის ფუჭად ხარჯვა მისთვის სახიფათოა.

შეგახსენებთ, 48 წლის უიტნი 11 თებერვალს სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" სააბაზანოში გარდაიცვალა. იგი ნიუ-ჯერსიში, მშობლიურ ქალაქ ნიუარკში დაკრძალეს. ჰიუსტონის ოჯახი ბობი ბრაუნს მომღერლის სიკვდილში ადანაშაულებდა. ჰიუსტონის დედის თქმით, სწორედ ბობიმ დააჩვია ჰიუსტონი სმას.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება