ტატუირებული ინდური ცათამბჯენი

ტატუირებული ინდური ცათამბჯენი

თანამედროვე ცათამბჯენები საოცარ სიმაღლეებს აღწევენ, თუმცა არ გამოირჩევიან არქიტექტურული მრავალფეროვნებით. სტანდარტული შუშებით გაფორმებული ფასადი - მხოლოდ ესაა, რასაც დიზაინერები გვთავაზობენ, მაგრამ ამ ტენდენციას წერტილი ინდოეთში დაუსვეს.

ინდოეთის მეგაპოლის მუმბაიში წარადგინეს პროექტი Namaste Tower. ცათამბჯენი ტატუირებული იქნება. დიზაინერთა გადაწყვეტილებით, შენობის ფასადზე არსებული ჭრილები ტრადიციულ ინდურ ნახატებს დაემსგავსება, რომლებიც ქვეყნის თითქმის ყველა მცხოვრებს აქვს სხეულზე დატანილი. ტატუირება ინდოეთში მაღალ ხელოვნებად ითვლება და უკვე მრავალი საუკუნეა ტრადიციაა.

ეს ცათამბრჯენი, რომელიც W Hotel-ისთვის აშენდება, ადგილობრივი ღირშესანიშნაობა უნდა გახდეს. შენობას შეტყუპებული ხელების ფორმა ექნება, რაც ინდოეთში ტრადიციული მისალმების ჟესტია. "ნემასტე" - მისალმებას ნიშნავს.

შენობა 62 სართულიანი იქნება. კომპლექსი სულ 300 კვ.მ-ს დაიკავებს. ამ ფართობზე განთავსდება ფეშენებელური სასტუმრო, ოფისები და სავაჭრო ცენტრები.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს