გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა

გოგონამ თხევადი აზოტის შემცველი სასმელის დალევის შედეგად კუჭი დაკარგა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლანკასტერის მკვიდრმა, 18 წლის გაბი სკანლანდმა დაბადების დღეზე თხევადი აზოტის შემცველი სასმელი დალია, რის შედეგადაც შინაგანი ორგანოების ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გაბი დაბადების დღეს ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში აღნიშნავდა. გოგონამ ქალაქში ყველაზე პოპულარული კოქტეილი "პორნოვარსკვლავი მარტინი" შეუკვეთა, რომელიც თხევად აზოტს შეიცავს.

კოქტეილის დალევის შემდეგ იუბილარმა თავი შეუძლოდ იგრძნო და საავადმყოფოში მუცლის ტკივილითა და სუნთქვის პრობლემებით მოათავსეს. საავადმყოფოში გაირკვა, რომ თხევადმა აზოტმა გოგონას მუცლის ღრუ დაუზიანა, ექიმებმა გაბის გადასარჩენად კუჭის ამოკვეთა გადაწყვიტეს.

ბარი "ოსკარი", სადაც ბრიტანელმა გოგონამ სასმელი გასინჯა, დაზარალებულსა და მის ოჯახს ბოდიშს უხდის. დაწესებულების ხელმძღვანელობამ კოქტეილი გაყიდვიდან ამოიღო.

"შექმნილი ვითარებით ყველანი შეშფოთებული ვართ. ვიმედოვნებთ, რომ გაბი გამოჯანმრთელდება, მზად ვართ მას ნებისმიერი სახის დამხარება შევთავაზოთ", - განაცხადა ბარის ადმინისტრაციამ.

თხევად აზოტს ნაყინის მოსამზადებლად და კვების პროდუტების გაყინვის მიზნით იყენებენ. კულინარიის ახალი მიმდინარეობა - მოლეკულური სამზარეულო ასევე დიდი წარმატებით იყენებს თხევად აზოტს.

თუმცა აზოტი სახიფათოა. კანზე ან ლორწოვან გარსში აზოტის ორთქლის მოხვედრის შედეგად ძლიერი დამწვრობა ვითარდება, რაც სერიოზულ ტრავმებს იწვევს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს