ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზის დაჩრდილვას ცდილობდა

ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზის დაჩრდილვას ცდილობდა

45 წლის მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა ჟურნალ Harper's Bazaar-ს ინტერვიუ მისცა. მსახიობმა ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიაში აქცენტი ნიკოლის მიმზიდველ სხეულსა და უზადო ფეხებზე გაკეთდა.

ინტერვიუში კიდმანმა ყოფილ მეუღლეზე, მსახიობ ტომ კრუზზე ისაუბრა. ვარსკვლავმა აღიარა, რომ ტომზე დაქორწინების შემდეგ ქმრის პოპულარობის დაჩრდილვას გამუდმებით ცდილობდა. ნიკოლი კარიერის დასაწყისში ძალიან მორცხვი იყო და ყველაზე კომფორტულად თავს სახლში გრძნობდა. კიდმანი ამბობს, რომ დღესაც მისი სხეული იდეალური პროპორციებისგან ძალიან შორსაა.

"როდესაც ბერდები, ბევრი წვრილმანი, რომელსაც ახალგაზრდობაში ებრძოდი, უმნიშვნელო ხდება. ყოველთვის მქონდა ღიპი და სხვადასხვა ხერხით ბევრჯერაც დამიმალავს. დღეს 45 წლის ვარ და ჩემს გარშემო ხალხი აღარ ამბობს, ნეტა ნიკოლი ფეხმძიმედ ხომ არ არის? წვრილი მკლავები, ფეხები და პატარა ღიპი მაქვს. ვაღიარებ, ფოტოსესიისთვის ძალიან მოუხერხებელი ვარ", - განაცხადა ნიკოლმა.

კიდმანი ორჯერ გათხოვდა - მისი ყოფილი ქმარი მსახიობი ტომ კრუზია, ხოლო მოქმედი - მომღერალი კიტ ურბანი. ნიკოლს ტომთან 2 ნაშვილები შვილი ჰყავს, ხოლო ურბანთან 2 ბიოლოგიური შვილი.

მომზადებულია Harper's Bazaar-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება