იაპონელი ქალები პამპერსით დადიან

იაპონელი ქალები პამპერსით დადიან

იაპონელ ქალებს ურჩევნიათ მთელი დღე მოუხერხებელი პამპერსი ეცვათ, ვიდრე ტუალეტში შევიდნენ. იაპონური მედია იუწყება, რომ დიდებისთვის განკუთვნილი პამპერსი სულ უფრო პოპულარულია იაპონელ ქალებში. ქალბატონების განცხადებით, ის მათ დიდ დროს უზოგავს.

ამასთან დაკავშირებით სტატია გამოცემა SPA-ში დაიბეჭდა. ეს ჟურნალი იმ ტენდენციებს ადევნებს თვალს, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანაში მკვიდრდება.

იაპონური მედია ხშირად წერს, რომ იაპონელი ქალები გაზარმაცდნენ. ისინი სულ უფრო იშვიათად ალაგებენ საკუთარ ოთახს, არ რეცხავენ საცვლებს და არ ზრუნავენ ჰიგიენაზე, თუმცა სტატია პამპერსების შესახებ ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ჟურნალმა ერთ-ერთი ასეთი ქალბატონისგან ინტერვიუც აიღო. 25 წლის კაორი ადაჩი, რომელიც უძრავი ქონების აგენტად მუშაობს, უკვე 6 თვეა პამპერსით დადის. გოგონა აცხადებს, რომ მისი დაძაბული გრაფიკის გამო ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დრო არ აქვს, პამპერსი კი ამ პრობლემის გადაჭრის უნივერსალური საშუალებაა.

ადაჩის განცხადებით, ის პამპერს მხოლოდ მაშინ იხსნის, როდესაც მეგობარ მამაკაცს ხვდება.

ამ ფაქტს ჟურნალ SPA-ში გამოქვეყნებული ფოტოც ადასტურებს, რომელზეც კარგად ჩანს, რომ პამპერსი ქალების ჰიგიენურ განყოფილებაში იყიდება.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს