"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება" შედეგებს აქვეყნებს

"ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება"  შედეგებს აქვეყნებს

კომპანია "ახალი ნათება" საქველმოქმედო აქციის "ლეიკემია იკურნება" შედეგებს აქვეყნებს.

2012 წლის 15 მაისს "ახალ ნათებაში" დაიწყო საქველმოქმედო აქცია, სახელწოდებით "ლეიკემია იკურნება". აქცია გაგრძელდა 1 თვის მანძილზე (15 ივნისმდე). აქციის ფარგლებში "ახალი ნათების" პარტნიორი კომპანიების - Philips-ისა და Opple-ის ეკონომიური ნათურების გაყიდვიდან შემოსული თანხის 10% გადაირიცხა ირმა გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდში "ახალი ნათება". თანხამ 9 964 721 ლარი შეადგინა.

"ახალი ნათებისა" და საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებმა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს დაავადებული ბავშვები, გაეცნენ დეპარტამენტის შიდა პრობლემებს და შეიმუშავეს რეკომენდაციები შემოსული თანხების მიზანმიმართულად დახარჯვასთან დაკავშირებით.

საქართველოში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ. თანამედროვე ქიმიო-თერაპიული პროგრამების დანერგვით ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში შთამბეჭდავი შედეგები იქნა მიღწეული. 15 წლის წინ პაციენტების 98% სასიკვდილოდ იყო განწირული, ამჟამად კი ამ ბავშვების 70% იკურნება, ისინი სრულიად გაჯანსაღებულები უბრუნდებიან საზოგადოებას.

მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, სერიოზულ პრობლემად რჩება დიაგნოსტიკის საკითხები. კერძოდ, სიმსივნური უჯრედების იმუნოფენოტიპის განსაზღვრა. ეს არის სავალდებულო კვლევა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება, თანხას პაციენტის ოჯახი იხდის, რაც მას მძიმე ტვირთად აწევს.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შეიქმნა იმუნოფენოტიპირების ლაბორატორია, სადაც კვლევები ძვირადღირებული აპარატის, გამდინარე ციტომეტრის საშუალებით ტარდება. ხოლო კვლევების ჩასატარებლად ძვირადღირებული რეაგენტებია საჭირო - ერთი კვლევის თვითღირებულება დაახლოებით 400-450 ლარს შეადგენს.

2012 წლის აგვისტოში ლაბორატორიას რეაგენტების მარაგი ამოეწურა და დეპარტამენტი იძულებული გახდა შეეწყვიტა იმუნფოფენოტიპური კვლევების ჩატარება.

გადაწყდა, რომ საქმელმოქმედო აქციიდან შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი (9200 ლარი) მოხმარდებოდა რეაგენტების შესყიდვას ავსტრიიდან. კომპანია "ახალი ნათების" და საქველმოქმედო ფონდის დახმარებით ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში შევსებულია დაახლოებით 1 წლის რეაგენტების მარაგი. ამით ჩვენ უზრუნველვყავით ბავშვებისთვის უფასო დიაგნოსტიკა.

დარჩენილი თანხის ნაწილი (284.9 ლარი) დაიხარჯა მიკროსკოპის შესყიდვაზე (საფასურის ნაწილი თავად ლაბორატორიამ გადაიხადა), ეს მიკროსკოპიც განკუთვნილია ონკო-ჰემატოლოგიური ლაბორატორიისთვის.

შემოსული თანხიდან ამჟამად ფონდის ანგარიშზე დარჩენილია 479.8 ლარი, რომელიც მოხმარდება მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში არსებული ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების შესყიდვას, თანხის სრულ ამოწურვამდე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა