ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი

ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი

სინგაპურში, ღამის კლუბ Pangaea-ში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოქტეილი შექმნეს.

სასმელის ავტორი სინგაპურელი ცნობილი მიქსოლოგი, ეტან ლესლი ლენგია. კოქტეილს Jewel of Pangaea ჰქვია. მის შემადგენლობაში შედის კონიაკი Hennessy, 1985 წლის შამპანური Krug და შაქარი.

კოქტეილის ფასი 26 100 აშშ დოლარია, თუმცა შემქმნელების განცხადებით, ის ამად ღირს.

"როდესაც კლიენტი Jewel of Pangaea-ს უკვეთავს, კლუბში ყველა მოძრაობა ჩერდება და მხოლოდ ამ ერთ ადამიანზეა მიმართული ყველა მზერა. ეს ამად ნამდვილად ღირს", - განაცხადა კლუბის ადმინისტრატორმა მაიკლ ოლტმა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია pursuitist.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს