ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს

ახალშობილს ჩახუტებაზე ალერგია აქვს

ბრიტანეთში, ოქსფორდშირში მცხოვრები ენტონი ბრაიანი იშვიათი დაავადებით - Epidermolysis Bullosa-თი დაიბადა. ეს დაავადება ძალიან მგრძნობიარე კანის საფარს გულისხმობს.

კონტაქტის დროს ბიჭუნას კანზე მტკივნეული ანთებები ჩნდება, ისინი სისხლიანი სითხითაა სავსე. მათი დაზიანების შემთხვევაში, კანზე ღია ჭრილობები ჩნდება, რომლებიც მოგვიანებით შუშდება.

ენტონი 18 კვირისაა და პატარას ყელსა და ქუთუთოებზე ანთება უკვე აქვს. ოჯახის წევრები ბავშვს არც კი ეხუტებიან, რომ ტკივილი არ მიაყენონ.

"ჩემს შვილს ვერაფრით ვეხმარები და ძალიან მებრალება. თავშეკავება ვისწავლე, რომ არ ჩავეხუტო, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ბიჭუნა ყოველთვის იღიმება და ეს მე და ჩემს მეუღლეს ენერგიას გვაძლევს", - ამბობს ენტონის დედა დანიელა.

ენტონის კანის სიმსივნით დაავადების შანსი დიდია. ამჟამად ბიჭუნას მშობლები პატარას სამკურნალოდ სახსრებს ეძებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს