მუყაოს რესტორანი

მუყაოს რესტორანი

ტაივანში, ქალაქ ტაიჩუნგში უცნაური რესტორანია. მასში ყველაფერი: დეკორაცია, სკამები, მაგიდები და ჭურჭელიც კი, მუყაოსგან და ქაღალდისგან არის დამზადებული. შეკვეთილი კერძებიც კი მუყაოს ჭურჭელში მზადდება. იდეის მიზანია ადამიანებს დაანახოს, რომ ქაღალდისა და მუყაოს გამოყენების უამრავი ხერხი არსებობს.

რესტორნის შექმნის იდეის ავტორი და რესტორნის დირექტორი ჰუანგ ფინგ-ლიანგია, რომელიც 4 წლის განმავლობაში აქტიურად სწავლობდა ქაღალდის და მუყაოს წარმოების ინდუსტრიას.

"უამრავი ადამიანისგან მსმენია, რომ ქაღალდი და მუყაო მხოლოდ ხატვისთვისაა გამოსადეგი. მინდოდა, საწინააღმდეგო დამემტკიცებინა. როდესაც მუყაოს რესტორნის შექმნა გადავწყვიტე, ბევრს ეს იდეა სასაცილოდ არ ჰყოფნიდა", - განაცხადა ჰუანგმა.

ამ ორიგინალური რესტორნის სანახავად და მისი კერძების დასაგემოვნებლად ქალაქ ტაიჩუნგში უამრავი ტურისტი და გურმანი ჩადის. მუყაოს რესტორანი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად იქცა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს