ობამა პორნოინდუსტრიის ფავორიტი კანდიდატია

ობამა პორნოინდუსტრიის ფავორიტი კანდიდატია

თუ პორნოინდუსტრიის მთავარი სოციალური ქსელის, XBIZ.Net-ს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვიმსჯელებთ, პორნოინდუსტრიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ხმას არჩევნებში ბარაკ ობამას მისცემს. გამოკითხულთა მიხედვით, ობამას, ძირითადად, მისი ლიბერალური შეხედულებების გამო, გამოკითხულთა 67 % მისცემს ხმას, რომნის კი მხოლოდ - 13.

"ამაში არაფერია გასაკვირი, - განაცხადა სექსინდუსტრიის ერთ-ერთმა გურუმ, "პლეიბოის" შემქმნელმა ლარი ფლინტმა - ამ ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანთა უმრავლესობას ეკონომიკურ საკითხებზე მეტად სოციალური საკითხები აღელვებს, ამიტომაც ლიბერალ ობამას უჭერენ მხარს."

სამაგიეროდ, ობამა გააკრიტიკა ორგანიზაცია "მედიის ზნეობის" პრეზიდენტმა პატრიკ ტრუმანმა:

"პორნოინდუსტრია სწორედ იმიტომ ყვავის, რომ ობამას ადმინისტრაციამ მწვანე შუქი აუნთო ხისტი პორნოს დისტრიბუციას, რომელზედაც ახლა თითოეულ კაცს, ქალს და ბავშვს მიუწვდება ხელი”,- განაცხადა მან.

მომზადებულია Washington Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს