რასელ ქროუ ცოლს დაშორდა

რასელ ქროუ ცოლს დაშორდა

რასელ ქროუ მეუღლეს, მომღერალ დანიელ სპენსერს დაშორდა. წყვილი ერთად 22 წელი ცხოვრობდა, ხოლო ოფიციალურად დაქორწინებულნი 9 წელი იყვნენ.

ჰოლივუდში რასელისა და დანიელის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე მყარი იყო და სკანდალებით პაპარაცებს არასდროს ანებივრებდნენ. წყვილს ორი შვილი - ჩარლზი და ტენისონი ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილის დაშორების მიზეზი რასელია - მსახიობი ბოლო დროს მთელ თავის დროს კარიერას უთმობს. ვიდრე რასელი სპენსერს ცოლად მოიყვანდა, რომანი მსახიობ მეგ რაიანთან ჰქონდა.

ამჟამად მსახიობი ახალ ფილმზე "ნოე" მუშაობს. ფილმს ამერიკული კომპანია Paramount Pictures აფინანსებს. ფართო საზოგადოებამ ქროუ ფილმით "გლადიატორი" გაიცნო. ფილმს 5 ოსკარი აქვს მიღებული. სურათმა ვარსკვლავს საუკეთესო მსახიობის წოდება მოუტანა.

მომზადებულია Sydney Morning Herald-ის მიხედვით. 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება