რასელ ქროუ ყოფილ მეუღლეს 25 მლნ დოლარს გადაუხდის

რასელ ქროუ ყოფილ მეუღლეს 25 მლნ დოლარს გადაუხდის

ჰოლივუდის ვარსკვლავი რასელ ქროუ მეუღლეს დენიელ სპენსერს განქორწინებისთვის 25 მლნ დოლარს გადაუხდის.

ცნობილი მსახიობის ქონება 150 მლნ დოლარადაა შეფასებული. ფილმებში მონაწილეობის გარდა, ქროუ წარმატებული ბიზნესმენია. იგი რაგბის გუნდის, Rabbitohs-ის და ავსტრალიური სპორტული კლუბის თანამფლობელია.

საქორწინო კონტრაქტის თანახმად, დენიელი მინიმალურ გადასახადს 15 მლნ დოლარს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მეუღლესთან სამ წელზე მეტხანს იცხოვრებდა, მას ასევე ერგება სიდნეის პენტჰაუზი და 10 მლნ დოლარად ღირებული აგარაკი.

თითოეული ვაჟისთვის - ჩარლზისა და ტენისონისთვის რასელ ქროუ 3 მილიონიან ფონდს შექმნის.

ოსკაროსანი მსახიობი მეუღლესა და საკუთარი ორი შვილის დედას დანიელ სპენსერს 9 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება