დუგლასი და ვალცი რეიგანისა და გორბაჩოვის როლებს შეასრულებენ

დუგლასი და ვალცი რეიგანისა და გორბაჩოვის როლებს შეასრულებენ

ავსტრალიელი მსახიობი კრისტოფ ვალცი პოლიტიკურ დრამა "რეიკიავიკში" მიხეილ გორბაჩოვის როლზე დაამტკიცეს. რონალდ რეიგანის როლს ამერიკელი მსახიობი მაიკლ დუგლასი შეასრულებს.

ვალცმა პრემია "ოსკარი" კვენტინ ტარანტინოს ფილმ "უსახელო ნაბიჭვრებში" ნაცისტი პოლკოვნიკის როლის შესრულებით მიიღო.

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია BBC აცხადებს, რომ სურათი სსრკ-ს და აშშ-ის ლიდერების ისლანდიაში შეხვედრას ეძღვნება, რომელიც 1986 წელს ცივი ომის დამთავრებას ნიშნავდა.

ფილმის გადაღებები მომავალი წლის მარტში დაიწყება. სურათის რეჟისორია მაიკლ ნიუელი. ნიუელი ფილმების "ოთხი ქორწილი და ერთი დაკრძალვა" და ჰარი პოტერის ეპოპეის მეოთხე ტომის ეკრანიზაციის ავტორია.

ფილმის პროდუსერი რიდლი სკოტი იქნება.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება