სოფელი ხეზე

სოფელი ხეზე

ქალაქში მცხოვრები ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ ძალიან აკლიათ ბუნებასთან კავშირი.

კოლორადოს შტატში მცხოვრებმა წყვილმა გადაწყვიტა, ხეზე სოფელი გაეშენებინა. 2006 წელს რიკა და მეთ ჰოგანებმა კოსტა-რიკაში 242 ჰექტარი ტყე იყიდეს. წყვილმა ტყე გადაარჩინა, რადგან ადგილობრივი მთავრობა ტყის მასივის გაჩეხვას აპირებდა.

წყვილმა უზარმაზარი ხე შეარჩია და თავდაპირველად მხოლოდ ერთი სახლი ააშენა. რიკასა და მეთის მეგობრებს ტერიტორია იმდენად მოეწონათ, რომ ორიგინალური მშენებლობა ხეზე მათაც წამოიწყეს. მათ თანდათან უამრავი ადამიანი შეუერთდა, ხეზე რამდენიმე ნაგებობა აშენდა და 7 წელიწადში იქაურობა ხეზე გაშენებულ სოფლად იქცა. ხეზე საცხოვრებელ ბინებთან ერთად ბარიც არის აშენებული.

ისინი აცხადებენ, რომ ასეთი ბედნიერები და ჯანმრთელები არასდროს ყოფილან.

მომზადებულია oddstuffmagazine.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს