სტალონეს ყოფილი ცოლი გარდაცვლილი შვილის ქონებას ითხოვს

სტალონეს ყოფილი ცოლი გარდაცვლილი შვილის ქონებას ითხოვს

სილვესტერ სტალონეს ყოფილი მეუღლე, საშა მარდონი მისი გარდაცვლილი შვილის, სეიჯის ქონების სასამართლოს გზით დაპატრონებას ცდილობს. საქმე ის არის, რომ სეიჯს გარდაცვალებამდე ანდერძი არ დაუტოვებია. სულ სტალონეს 36 წლის ვაჟის ანგარიშზე 40 000 აშშ დოლარია.

"ყველანაირად დავიცავ საკუთარ უფლებებს სასამართლოში, მხოლოდ მე უნდა მქონდეს ქონების გამოყენების უფლება", - განაცხადა საშა მარდონმა.

2012 წლის აგვისტოში, სეიჯ სტალონეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი გულის შეტევამ იმსხვერპლა. არსებული ვერსია ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შესახებ, გამოირიცხა.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება