დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"

დავით მირცხულავა: "ენერგეტიკის სამინისტრომ თავისი ფუნქცია ამოწურა"

ენერგოსფეროში შექმნილ ვითარებასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თვალსაზრისს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი დავით მირცხულავა გამოხატავს.

- საზოგადოებას ახსოვს ცნობილი სატელევიზიო კადრები, როცა თქვენ ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს საკმაოდ მკვახე ეპითეტით ამკობთ... იყო თუ არა თქვენი დაპატიმრება ერთგვარი ანგარიშსწორება თუნდაც ამის გამო?

- ის ჟურნალისტი, ვინც ეს ჩანაწერი გაავრცელა, დღესაც "რუსთავი-2"-ში მუშაობს, ჩემ მიერ ნათქვამი ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, მერე რაღაც მიაბეს, ამის დიდოსტატები არიან... ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. მთავარი კი იყო ის, რომ იმ გუნდთან, რომელიც რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოვიდა, მე თავიდანვე ძალზე დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ამ გუნდს ენერგეტიკის სფეროში ჩარევისა და ხელების ფათურის უფლება არ მივეცი. მისი რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის ახლად არჩეული პარლამენტის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატი დღემდე აქტიურად ერეოდა და ერევა ენერგოსფეროში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი მინისტრობისას მას ამის საშუალება არ მივეცი. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხი ქართული ენერგეტიკისთვის მომეცილებინა.

- ბევრს გაუკვირდა, როცა იმდროინდელ დაპატიმრებულ მაღალჩინოსნებს შორის თქვენ კერკეტი კაკალი აღმოჩნდით და არც აღიარებითი ჩვენება მიეცით, ვერც საპროცესო გარიგებაზე დაგითანხმეს... მაშინ არაერთი ადამიანი გატყდა...

- ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო იმის აღიარება, რაც არ ჩამიდენია. ვინც მიცნობს, იცის, რომ საკმაოდ მტკიცე ხასიათი მაქვს.

- გარეგნულად კი რბილი, დამყოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ...

- ასე ნამდვილად არ არის.

- უფრო კონკრეტულად, რა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გქონდათ პატიმრობისას?

- ტრადიციული მეთოდებით მუშაობდნენ. ტელედაჭერების აქტიური სახეები იყვნენ გენპროკურატურის გამომძიებლები: ჯაველიძე (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს), გენადი ქაჩიბაია (რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ ზაზა ქაჩიბაიად გადაიქცა, როგორც ჩანს, გენადი ეხამუშება). პატიმრებთან, ძირითადად, ისინი მუშაობდნენ და 1930-იანი წლების მეთოდების მთელ არსენალს იყენებდნენ: ზეწოლას, ცინიზმს. ახლახან მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფია გადავიკითხე, მისი დაკითხვის ოქმებში ორი ქართველი გამომძიებელი ფიგურირებს და დარწმუნებული ვარ, ჩემ მიერ ზემოთ დასახელებული პიროვნებები მიხეილ ჯავახიშვილს ზუსტად ისე მოექცეოდნენ, როგორც 1937 წელს მოქმედი ჯალათები... ვიმედოვნებ, ცვლილებების შემდეგ პროკურატურაში ასეთ გამომძიებლებს აღარ ვიხილავთ.

- თქვენი პატიმრობისას, ადვოკატმა ეკა ბესელიამ მიმართა ევროსასამართლოს, რასაც მოჰყვა ევროსასამართლოს სარეკომენდაციო წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი თქვენი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე არ ფიქრობთ, რომ თქვენზე ფიზიკური ზეწოლა ამ ფაქტორის გამო აღარ განუხორციელებიათ?

- მაშინ მართლაც ავად ვიყავი, ჯანმრთელობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მდგომარეობა მკვეთრად გამიუარესდა და ხელით აღარ შემეხნენ, თორემ საშინელ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას განვიცდიდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეკა ბესელია ერთ-ერთი საუკეთესოა ქართველ ადვოკატებს შორის. ასევე ჩემი ადვოკატია სოფიო ჯაფარიძე. ამ ორი ქალბატონის ძალისხმევით გადაიგზავნა ჩემი საქმე განსახილველად სტრასბურში და ვფიქრობ, უახლოეს ხანში სასამართლო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

- ფულად კომპენსაციას ითხოვთ?

- ძალზე მცირე კომპენსაციას ვითხოვ და იმასაც ჩემთვის არა... ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ციხეში ყოფნისას, 3 წლის განმავლობაში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრი ვიყავი, ვერ გამათავისუფლეს, რადგან კანონმდებლობა ამ თანამდებობას გარკვეულ იმუნიტეტს ანიჭებს.

- ციხეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებისთვის ერთგვარი შოკი აღმოჩნდა. რატომ დუმდით ის ადამიანები, ვისაც წლების მანძილზე გქონდათ შეხება ამ სისტემასთან?

- ვფიქრობ, ეს ფაქტები საზოგადოებისთვის არახალი იყო, ამაზე საუბრობდა სახალხო დამცელი სოზარ სუბარი ყველაზე მაღალი, პარლამენტის ტრიბუნიდან. ასევე, არაერთი უფლებადამცველი ლაპარაკობდა, რა მოხდა ე.წ. ციხის ბუნტის დროს. ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა, ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში: ორ პატიმარს - გიორგი ავალიანსა და ზურაბ ვიბლიანს, რომელიც უმძიმესი ავადმყოფი იყო, სასტიკად სცემეს. ამას პატიმრების პროტესტი მოჰყვა, თუმცა, მათი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. ამას კი რვა ადამიანის ადგილზე ჩახოცვა და უამრავი დაჭრილი მოჰყვა.. ამის შემდეგ ციხე თანდათან ჩაიკეტა. ამგვარ ფაქტებზე ლაპარაკობდა გიორგი ტუღუშიც, უბრალოდ, ყველაფრის თვალნათლივ დანახვამ ჩააგდო საზოგადოება შოკში. თვითონ ციხის ადმინისტრაციის ძალადობა მხოლოდ ფაშისტური რეჟიმების დროს ხდება.

- ხშირად ისმის კითხვა: რატომ იყო ელექტროენერგიის დეფიციტი მირცხულავას მინისტრობისას?

- იმხანად ჩვენ აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი ასე სტაბილურად არ მოგვეწოდებოდა, თუმცა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა: იმაში, რომ დღეს ქვეყანას აზერბაიჯანული გაზი მოეწოდება, არც ერთ დღევანდელ ენერგოჩინოსანს არ მიუძღვის წვლილი, ეს იმ მთავრობის დამსახურებაა, რომლის წევრიც მე ვიყავი, ისევე როგორც ენგურჰესის რეაბილიტირება. აგრეთვე, ჩვენ დროს დაიწყო ენერგოსექტორში სოლიდური უცხოური კომპანიების 5-5 წლით შემოსვლა.

- როგორია თქვენი მოსაზრება თერგზე, აჭარისწყალზე, სხვა მდინარეებზე ჰესების კასკადის მშენებლობების თაობაზე, რაც ჩვენს საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევს...

- ნებიმიერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ექსპერტიზის დასკვნების გათვალისწინებით უნდა მიიღონ. ჰიდროელექტოსადგურის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვარ, ოღონდ ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვით, თუ­ნდაც ამან პროექტის გაძვირება გამოიწვიოს. ამასთან, დღეს ზოგიერთი ჰესი ისეთ ადგილას შენდება, არა მგონია, ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყოს.

- საზოგადოებაში დიდხანს საუბრობდნენ თქვენი შესაძლო გამინისტრების თაობაზე...

- ერთმა თქვენმა კოლეგამ ისიც კი იკითხა: "ქართულ ოცნებაში" რატომ დადისო? არც ახლა და არც მომავალში არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ. თუმცა, ენერგეტიკოსი ვარ და არც ჩემი დიპლომების დაწვას ვაპირებ. თუ რჩევას მკითხავენ, მზად ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურო. და კიდევ - მიმაჩნია, რომ დღეს ენერგეტიკის სამინისტრო აღარ უნდა არსებობდეს, მან თავისი ფუნქცია ამოწურა. ეკონომიკის სამინისტროში შესაძლოა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ამ სფეროზე ზედამხედველობას განახორციელებს. ამჟამინდელ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომპანიას დღეს თავისი ფუნქცია, სახე სრულიად დაკარგული აქვს, არადა, სწორედ ის უნდა არეგულირებდეს ტარიფს ელექტროენერგიაზე, გაზზე. დარწმუნებული ვარ, მარეგულირებელ კომპანიაშიც კი თვალით არავის უნახავს კონტრაქტი, რომლის თანახმადაც დღეს საქართველო აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს იღებს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა