95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება

95 წლის კირკ დუგლასი ხალხს ეხმარება

95 წლის ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი წარმატება ადამიანების დახმარებაა.

"95 წლის ვარ და ხშირად მეკითხებიან, რა ისწავლეთ ცხოვრებისგან? დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ მაშინ ხარ ადამიანი, თუკი სხვისი დახმარება შეგიძლია. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ნათელი წერტილი საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია The Douglas Foundation-ია, რომელმაც ხალხის სამსახურში უამრავი წელი და 50 მილიონი დოლარი დახარჯა. როდესაც ვაცნობიერებ, რომ თუნდაც მცირედით სხვა ადამიანს ვეხმარები და იმედს ვუნერგავ, ბედნიერი ვხდები", - განაცხადა მსახიობმა ვებსაიტ news.com.au-სთან საუბარში.

ვარსკვლავიხ მშობლები რუსი ემიგრანტები იყვნენ, რომლებსაც განათლება არასდროს მიუღიათ. მსახიობის ნამდვილი სახელი და გვარი ისურ დანიელოვიჩია.

"ჩემი მშობლები გლეხები იყვნენ. თუკი დღეს რამეს მივაღწიე, მათი დამსახურებაა. მათ ამერიკაში ჩასვლა მოახერხეს და საშუალება მომცეს კოლეჯში მესწავლა. ამერიკაში შანსი გაქვს წარმატებას მიაღწიო. აქ ყველას შეუძლია გახდეს ვარსკვლავი, ან მილიარდერი", - განაცხადა მსახიობმა.

კირკ დუგლასი ორჯერ იყო დაქორწინებული - პირველად ცოლად მსახიობი დიანა დილი შეირთო. დიანასა და კირკს ორი ვაჟი - მსახიობი მაიკლ დუგლასი და პროდუსერი ჯოელ დუგლასი შეეძინათ. ვარსკვლავის მეორე მეუღლე პროდუსერი ენი ბაიდენსია. მისგან კირკს ორი შვილი - პროდუსერი პიტერ დუგლასი და მსახიობი ერიკ დუგლასი ჰყავს. კირკის მსგავსად ჰოლივუდში დიდ წარმატებას მისმა ორმა შვილმა - კაშკაშა მსახიობებმა მაიკლ დუგლასმა და ერიკ დუგლასმა მიაღწიეს. სამწუხაროდ, ერიკი 2004 წელს 46 წლის ასაკში ალკოჰოლისა და ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედებით გარდაიცვალა. კირკის რძალი ცნობილი მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსია.

მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება