შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ

შვიდი წლის მევიოლინეს მოცარტს ადარებენ

შვიდი წლის ბრიტანელი სკოლის მოსწავლე ალმა დოიჩერი ოპერას წერს და ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე შესანიშნავად უკრავს. ის იმდენად პროფესიონალურ დონეზე უკრავს, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარულები ალმას მოცარტს ადარებენ.

გოგონას YouTube-ზე საკუთარი არხი აქვს და მის თაყვანისმცემლებს შორის ცნობილი მსახიობი, ტელე და რადიო წამყვანი, მწერალი სტივენ ფრაია, რომელიც მუსიკაში კარგად ერკვევა. სწორედ მან უწოდა Twitter-ში გოგონას "ახალი მოცარტი".

ალმა დოჩერი მეცნიერის ქალიშვილია. მისი მამა მოყვარული ფლეიტისტია. სამი წლის რომ გახდა, ალმას ვიოლინო აჩუქეს და უკვე ერთი წლის შემდეგ გოგონა ჰენდელის სონატებს უკრავდა.

გარდა იმისა, რომ დოიჩერი  ვუნდერკინდი შემსრულებელია, იგი კომპოზიტორიცაა. წელს  გოგონამ ელიზაბეტ ედლინგტონის ლექსებზე მოკლე ოპერა "სიზმრების გამწმენდი" დაწერა.

გოგონას YouTube-ის არხს, სადაც მისი შესრულებული კლასიკური და საკუთარი ნაწარმოებები იდება, უკვე 85 000 მნახველი და 300 გამომწერი ჰყავს.

"მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, თუ როგორ ვუკრავ. რომ გავიზრდები, მინდა მოცარტივით მუსიკალური ნაწარმოებები შევქმნა",-ამბობს ალმა.

გოგონას მამა პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს. "მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს", - ამბობს მოკრძალებულად.

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტმა მუსიკის შექმნა ხუთი წლისამ დაიწყო. 35 წლის მანძილზე კომპოზიტორმა 600 ნაწარმოებზე მეტი დაწერა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს