ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა

ბათუმში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში მილების დაზიანების შედეგად ნავთობმა ამოხეთქა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მომხდარის გამო, კაზინეთის ქუჩაზე მცხოვრები მიმოზა ცხომელიძის სახლი და ეზო ნავთობით გაიჟღინთა.

"ღამით ვიგრძენი საშინელი გაზის სუნი. 6 საათის განმავლობაში არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. მთელი ოჯახი დავიტბორეთ. სახლ-კარი, ბაღი სულ ნავთობითაა გაჟღენთილი. მძინარე ბავშვებს ესხმეოდა ნავთობის შხეფები ", - აღნიშნა მიმოზა ცხომელიძემ.

ბარცხანის დასახლებაში ბათუმის ნავთობტერმინალის მილების დაზიანების შედეგად გაჟონვის ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა. თუმცა როგორც ბარცხანაში მცხოვრები პაატა მგელაძე აღნიშნავს, ყველაზე მეტად მილების დაზიანების შედეგად მოსახლეობა ამ შემთხვევის დროს დაზარალდა.

"10-მეტრიანი ჭავლი "ურტყამდა" სახლს. მხოლოდ ნახევარი საათის წინ მოვიდნენ და დაიწყეს გაწმენდითი სამუშაოები. პასუხისმგებელი პირი არავინაა. ნავთობის მილი გადის პორტში, საიდანაც გემზე იტვირთება. ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ 6 საათის განმავლობაში ასე სისტემატიურად რომ მოდის ნავთობი და ყურადღებას არავინ აქცევს, არ შეიძლება. აქ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს და შესაძლოა, ხალხი მოიწამლოს", - აღნიშნა პაატა მგელაძემ.

ადგილზე მომუშავე სამაშველო ჯგუფების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია