თვითმავალი ჩემოდანი

თვითმავალი ჩემოდანი

მადრიდელმა დიზაინერმა, როდრიგო გონსალესმა თვითმავალი ჩემოდანი გამოიგონა, რომელიც პატრონს ერთგული შინაური ცხოველივით კუდში დაყვება.

ამ გამოგონების მეშვეობით მოგზაურობასთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა გადაიჭრა - ბარგის დაკარგვის და მძიმე ტვირთის საკუთარი ხელით ტარების.

Hop! - ასე ეწოდება თვითმავალ ჩემოდანს, რომელიც სამი მიმღებითაა აღჭურვილი. სამივე მათგანი პატრონის სმარტფონს "ბლუთუზის" მეშვეობით უკავშირდება. ჩემოდანზე დამონტაჟებული ელექტრონული შიგთავსი, ტელეფონის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას იღებს და ჩემოდანი ავტომატურად მიყვება მითითებულ კოორდინატებს.

ამ ჩემოდანის ატანა თვითმფრინავში, მგზავრებისთვის განკუთვნილ ბორტზეც შესაძლებელია, ვინაიდან მისი ზომები 55 x 40 x 20 სმ-ია.

იხილეთ ვიდეო

თვითმავალი ჩემოდანი პატრონს უკან დაყვება

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს