"ექსპო ჯორჯია" საავტომობილო აქსესუარების და ზეთების გამოფენას უმასპინძლებს

"ექსპო ჯორჯია" საავტომობილო აქსესუარების და ზეთების გამოფენას უმასპინძლებს

21 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია" საავტომობილო აქსესუარებისა და ზეთების კიდევ ერთ გამოფენას უმასპინძლებს. მე-11 საგამოფენო პავილიონში "თეგეტა მოტორსი" წამყვანი ბრენდების პროდუქციით წარსდგება. კომპანია გამოფენაზე წარმოადგენს საბურავების, საავტომობილო ზეთების, აკუმულატორების, დანადგარებისა და სათადარიგო ნაწილების ბრენდებს: Bridgestone, Michelin, Shell, Motul, Varta, Philips, ZF, Hengst, Faber, Landirenzo, Federal Mogul, KYB, Corteco, Thermo King, Webasto, Febi, Dayco, Ista, Daewoo, Petlas/Starmaxx, Maxxis, Top-Tul, Usag.

ღია სივრცეში "მაზდა ცენტრი თბილისი" 2012 წლის უახლეს მოდელებს წარადგენს. სპეციალურ ფასად გაიყიდება იაპონური საავტომობილო ბრენდ "მაზდას" ავტომობილები. გამოფენაზე "მაზდა ცენტრი თბილისი" შემდეგ მოდელებს წარადგენს: Mazda3; Mazda6; Mazda CX7 და Mazda CX9; ავტომოყვარულებს შეეძლებათ დაათვალიერონ და საკუთარ თავზე მოირგონ 2012 წლის უახლესი მოდელები.

Tbilisi Auto Show 2012 - ავტომობილების, ავტო ბიზნესის, სათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების საერთაშორისო გამოფენა კომპანია "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით უკვე მერვედ ტარდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა