ბრიტანეთში ფეხმძიმე ქალის უჩვეულო ქანდაკება დადგეს

ბრიტანეთში ფეხმძიმე ქალის უჩვეულო ქანდაკება დადგეს

ინგლისის საგრაფო დევონში ბრიტანელი ხელოვანის, დემიენ ჰერსტის ქანდაკებამ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

ბრინჯაოს 20 მეტრიანი ფეხმძიმე შიშველი ქალის ქანდაკებას "ჭეშმარიტება" ქვია; ქალს ხმალი მაღლა აქვს აღმართული. სხეულის ერთი გვერდი კანის გარეშეა, შინაგანი ორგანოები და კუნთები მოშიშვლებულია, ხოლო ფიგურის მეორე გვერდი "ხორცშესხმულია".

ქანდაკებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში აზრი არაერთგვაროვანია. მავანი ამბობს, რომ ქანდაკება "თინეიჯერებს ფეხმძიმობისკენ უბიძგებს". მოსახლეობის ნაწილი კი თვლის, რომ ჰერსტის ნამუშევარი სხვა არაფერია, თუ არა ქალის დამცირება. მოსახლეობა ვერ მიმხვდარა, რა კავშირი აქვს ამ სკულპტურას "ჭეშმარიტებასთან".

"ჩვენი კურორტი ბუნებრივად ლამაზია, მაგრამ დღეს ეს უკვე საკმარისი აღარაა. სასტუმროები დაიხურა და ამიტომ რაღაც უნდა გვეღონა. ტურისტებისა და სტუმრების მოსაზიდად ხელოვნების ნიმუშები გვჭირდება", - აცხადებს ქალაქის საბჭოს წევრი მაიკ ედმუნდსი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს