ქალაქი, რომელიც უდაბნომ შთანთქა

ქალაქი, რომელიც უდაბნომ შთანთქა

ქალაქი კოლმანსკოპი ნამიბიაში, (სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში) ნამიბის უდაბნოში მდებარე მიტოვებული ქალაქია. მას "მოჩვენებათა ქალაქს" უწოდებენ. კოლმანსკოპი უდაბნოს ქვიშამ შთანთქა.

ერთ დროს აქ პატარა დასახლება იყო. ქალაქში ალმასის მაღაროები მოქმედებდა. ქალაქი მოსახლეობამ 1954 წელს დატოვა, როდესაც მაღაროები დაიხურა. მას შემდეგ კოლმანსკოპი უდაბნოს ქვიშამ შთანთქა. ქალაქის თითქმის ყველა შენობა ქვიშის ქვეშაა მოქცეული, იშვიათად შეხვდებით აბრებს, კოლმანსკოპში ყოველთვის სამარისებული სიჩუმეა.

თუმცა, ქალაქს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ჩერნობილის შემდეგ კოლმანსკოპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილია. საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვებიც დაწესდა - მათ ქალაქში შესასვლელად სპეციალური საშვი სჭირდებათ.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს