"ა­დე­იშ­ვილ­მა თქვა, პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­ბა­რა­ო, გა­ვი­და თათ­ბი­რი­დან და ფრან­კფურ­ტში გაფ­რინ­და"

"ა­დე­იშ­ვილ­მა თქვა, პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­ბა­რა­ო, გა­ვი­და თათ­ბი­რი­დან და ფრან­კფურ­ტში გაფ­რინ­და"

4 ოქ­ტომ­ბერს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ღა­მის 11 სა­ათ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს სამ­სა­ხურ­ში და არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში და­ამ­ზა­დე­ბი­ნეს პას­პორ­ტე­ბი. - ეს ინ­ფორ­მა­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის წევ­რმა ლა­შა მეს­ხი­ამ სა­ჯა­რო რე­ეს­ტრის თა­ნამ­შრომ­ლის­გან შე­იტყ­ო.

- ლა­შა, რო­გორც ვი­ცი, თქვენ გაქვთ კონ­ტაქ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­თან, რო­მელ­მაც 4 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც თქვენ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყა­ვით, სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­გიგ­ზავ­ნათ ელექ­ტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე...

- ნამ­დვი­ლად ასე მოხ­და. სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის ერ­თ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა, რო­მელ­საც არ სურს ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა, ელექ­ტრო­ნულ ფოს­ტა­ზე გა­მო­მიგ­ზავ­ნა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი: "მე ისევ სამ­სა­ხურ­ში ვარ, გარ­ბი­ან, პას­პორ­ტებს ბეჭ­და­ვენ ახა­ლაია და­თა, კო­დუა და მი­სი შვი­ლი. ეს რა ამ­ბე­ბი­ა? იქ­ნებ რა­მე იღო­ნოთ!" მე­ო­რე დი­ლით, 5 ოქ­ტომ­ბერს, მი­ვი­ღე მე­ო­რე შეტყ­ო­ბი­ნე­ბა: "ჯა­ლა­თე­ბი გარ­ბი­ან, რა­მე იღო­ნეთ!" სამ­წუ­ხა­როდ, იმ მო­მენ­ტში მე წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. 21 სექ­ტემ­ბერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ლი­დერ და­ვით ფა­ცა­ცი­ას­თან ერ­თად იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან და­მა­კა­ვეს. რო­გორც ჩე­მი წყა­როს­გან შე­ვიტყ­ვე, 4 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მის 11 სა­ათ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრში და­ი­ბა­რეს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც 5 ოქ­ტომ­ბრის დი­ლამ­დე პას­პორ­ტებს ამ­ზა­დე­ბი­ნებ­დნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის. ამ და­ნა­შა­ულს ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­დნენ გი­ორ­გი გაბ­რი­ე­ლაშ­ვი­ლი და ლა­შა ცი­მა­კუ­რი­ძე.

- რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, სად არი­ან ახ­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი - ახა­ლა­ი­ე­ბი, შაშ­კი­ნი, ადე­იშ­ვი­ლი...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი ახ­ლა ბრა­ზი­ლი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ ქვე­ყა­ნა ოჯახ­თან ერ­თად და­ტო­ვა, და­თას 20 წლის მე­უღ­ლე ანი ბე­ნი­ძე კი თბი­ლის­ში­ა, რად­გან ის რამ­დე­ნი­მე დღე­ში პა­ტა­რას ელო­დე­ბა და, ალ­ბათ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვა სა­ქარ­თვე­ლო­დან. ბა­ჩო ახა­ლაი­ამ 7 ოქ­ტომ­ბერს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, 9 ოქ­ტომ­ბერს კი - და­თა ახა­ლა­ი­ამ. 9 ოქ­ტომ­ბერს ძმებ­მა ისარ­გებ­ლეს ე.წ. პი­რა­დი კე­ი­სის მომ­სა­ხუ­რე­ბით, რაც ნიშ­ნავს თან­ხის გა­ნაღ­დე­ბას ად­გილ­ზე, მათ რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი გა­ა­ნაღ­დეს. გარ­და ამი­სა, ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ ისარ­გებ­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ეს­ტრის სა­ა­გენ­ტოს კე­ის­-მომ­სა­ხუ­რე­ბით, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ად­გილ­ზე სა­პას­პორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას. ბა­ჩო ახა­ლაია მე­გობ­რის ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მას ად­გილ­ზე და­უმ­ზა­დეს პას­პორ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, ის გერ­მა­ნი­ა­ში, ფრან­კფურ­ტში გა­ემ­გზავ­რა. რო­გორც ვი­ცი, 5 ოქ­ტომ­ბერს სა­მი­ნის­ტრო­ში თათ­ბი­რის­თვის შეკ­რი­ბა ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, თათ­ბი­რის დაწყ­ე­ბი­სას კი მათ უთხ­რა, არ და­ი­შა­ლოთ, პრე­ზი­დენ­ტმა და­მი­ბა­რა შეხ­ვედ­რა­ზე და მა­ლე დავ­ბრუნ­დე­ბი­ო. გა­მო­ვი­და თათ­ბი­რი­დან და ფრან­კფურ­ტში გაფ­რინ­და. ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა დი­მიტ­რი შაშ­კი­ნიც, ის ამე­რი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

- რა პი­რო­ბებ­ში უწევთ ახ­ლა მუ­შა­ო­ბა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს?

- იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის­თვის ნა­ად­რე­ვად გა­იხ­სნა და ახ­ლა იქ მუ­შა­ო­ბა შე­ფერ­ხე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან შე­ნო­ბა­ში წვი­მა ჩა­ვი­და, სერ­ვე­რი და­იტ­ბო­რა და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და­ზი­ან­და. ზა­რა­ლი 300 ათას ლარს აღე­მა­ტე­ბა. ხალხს რიგ­ში უწევს დგო­მა - დრო­უ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა სა­ბუ­თე­ბის მომ­ზა­დე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ა­მა­ყო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი 109 მი­ლი­ო­ნი ლა­რი დაჯ­და და დღე­საც და­უს­რუ­ლე­ბე­ლი­ა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა