ლექსენი: "ეს პროექტი კახა ბენდუქიძეს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ "გადაგვაგდო"

ლექსენი: "ეს პროექტი კახა ბენდუქიძეს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ "გადაგვაგდო"

ლექს-სენს, მომღერალ ლექსო ქავთარაძეს, ხელისუფლების შეც­ვლასთან ერთად გეგმებიც შეეცვალა... ლექსოს თავდაპირველად სწორედ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ვთხოვეთ თვალსაზრისი გამოეხატა:

­- ჩვენს ქვეყანაში უნდა განელდეს მეტისმეტი ინტერესი პოლიტიკისადმი, დასრულდეს საზოგადოების შუაზე გახლეჩა, დაპირისპირება ამა თუ იმ პოლიტიკური ფიგურის გამო. პოლიტიკოსებიც უნდა ეცადონ, მეტი სიკეთე მოუტანონ ქვეყანას და საზოგადოებაც დაშოშმინდება.

- ფაქტია, რომ დღეს ხელოვნებაში, შოუბიზნესში კვლავ არის ბზარი. ამას რა ეშველება?

- ყველას აქვს თავისი თვალსაზრისი. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს - ის, მაგრამ პატივს ვერ ვცემ ისეთ ადამიანს, რომელიც ხვდება, რომ მისი გუნდის გემი იძირება და გემის გადარჩენას კი არ ცდილობს, არამედ სხვა გემში გადასაჯდომად მიილტვის. ასეთი საქციელი დასაძრახია...

- ლექსო, მას შემდეგ, რაც სამთავრობო კონცერტებზე აღარ გიწვევდნენ, თქვი, ფეხებზე მკიდია მათი ქუჩის კონცერტები, სახლს გავყიდი და ჩემი მეუღლის სამშობლოში, უკრაინაში ავიწყობ კარიერასო. მთავრობის ცვლილებასთან ერთად შენი გეგმებიც ხომ არ შეიცვალა?

- კონცერტებზე რომ აღარ მეძახდნენ, შემეძლო სხვანაირადაც მოვქცეულიყავი, მაგრამ უბრალოდ, ჩემს ადამიანობას არ გადავახტი... ამიტომაც გადავწყვიტე უკრაინაში გამგზავრება. თუმცა, ახლა ქვეყანაში რაღაც-რაღაცები შეიცვალა და ვიმედოვნებ, დამთავრდა იმ ადამიანების პარპაში, რომლებსაც შოუბიზნესის სადავეები ეპყრათ ხელთ. ყველა სფეროს, მათ შორის შოუბიზნესს, კომპეტენტური ადამიანები გაუძღვებიან. ასე რომ, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ სასიამოვნო სიახლეების მოლოდინში ვარ.

- რომელიმე ცნობილ­ ადამიანს­ თუ გამსგავსებენ?

- სკოლაში სწავლის პერიოდში პოპულარულ ჰოლივუდელ მსახიობს, რიჩარდ გირს მამსგავსებდნენ. თუმცა, ამის გამო დიდად არ აღვფრთოვანებულვარ. უფრო სწორად, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- რომელ ნაწარმოებს გახსენებს დღევანდელი საქართველო?

- ოოო, ჯერ ასეთი შედევრი არ შექმნილა. თუმცა, ეს პერიოდი საქართველოს ისტორიაში არ დაიკარგება და რომელიმე მწერალი თავის ნაწარმოებშიც ასახავს.

- რომელი ლიტერატურული ნაწარმოების გმირთან იმეგობრებდი?

- "ვეფხისტყაოსნის" ყველა გმირთან. რამდენიმე წლის წინ გვინდოდა გაგვეთანამედროვებინა "ვეფხისტყაოსანი" და კომპოზიციები ჩაგვეწერა. ეს პროექტი კახა ბენდუქიძეს უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ "გადაგვაგდო".

- წარმოიდგინე, გიბარებს კულტურის მინისტრი და გნიშნავს ქართული შოუბიზნესის ხელმძღვანელად. რას გააკეთებდი ამ სფეროში?

- კარგია, თუ ასე მოხდება. ჯერ ყველაფერი წინ არის (იცინის)... თუმცა, მარტო ხელმძღვანელობა კი არა, კოლექტიური მუშაობა მიყვარს, ადამიანებისთვის აზრის გაზიარება... პირველ რიგში, დავინტერესდებოდი შოუბიზნესის წარმომადგენლების პრობლემებით, ჩამოვწერდი ამ ყველაფრის მიზეზებს და დავიწყებდი ვითარების გამოსწორებას, რაც მთავარია, არ ვიქნებოდი მონოპოლისტი, რაც არა მხოლოდ შოუბიზნესისთვის, არამედ ყველა სფეროსთვის დამღუპველია. ასევე, არ დავუშვებდი მხოლოდ ერთი მომღერლის "რასკრუტკას", რაც დანარჩენი მომღერლების ლიკვიდაციას ნიშნავს. არ უნდა ხდებოდეს ადამიანის ხელოვნურად გაფეტიშება, თორემ როდესაც მომღერალი თავისი ხმით, ნიჭითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა, ცუდი არ არის. შევეცდებოდი, ყველა მომღერალს თავისი ადგილი დაეკავებინა. სწორედ იმიტომ მტკიოდა გული, რომ შოუბიზნესს მართავდნენ ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არარაობანი არიან. ასეთი რამ მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.

- ლექსო, "არარაობაში" სტეფანე მღებრიშვილსა და კახა ცისკარიძეს გულისხმობ? სხვათა შორის, სტეფანე ამჯერად მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" ჟიურის წევრია და საქართველოს მასშტაბით ტალანტებს ეძებს.

- იმედი მაქვს, ეს ადამიანები უკანასკნელად მონაწილეობენ მსგავს პროექტში. რა თქმა უნდა, ჟიურის ყველა წევრს არ ვგულისხმობ. მაგალითად, დათო ფორჩხიძეზე ცუდს ვერ ვიტყვი, რადგან ის პროფესიონალია.

- დასასრულ, რას აჩუქებდი­ საქა­რთველოს  პრეზიდენტს?

- ყველაზე მეტად კარგი ავტომობილი მიყვარს და საჩუქარი რომ ახსენე, მისი ჩუქება "დავაპირე", მაგრამ სააკაშვილს საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და ავტომობილი რად უნდა. ამიტომ ჩემი ლექსების კრებულს ვაჩუქებდი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - საკმაოდ გაწონასწორებული და ფრთხილი ადამიანია. ცდილობს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება