ვარდები, რომლებიც სიბნელეში ანათებენ

ვარდები, რომლებიც სიბნელეში ანათებენ

ეს ყვავილები დილით, დღის სინათლეზე თეთრი ფერისაა, სიბნელეში კი ფოსფორისფრად ანათებენ. შთამბეჭდავი ვარდები მთელი დღის განმავლობაში სინათლეს ისრუტავენ. ყვავილების ჯიში კომპანია  Interflora-მ გამოიყვანა.

საზოგადოებას ვარდების შეძენა მხოლოდ ჰელოუინის დღესასწაულზე შეეძლება და მისი ღირებულება 44 გირვანქა სტერლინგია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თაიგული იმ ადამიანებისთვის შექმნეს, რომელთაც ჰელოუინის დღესასწაულზე ტრადიციული, გოგრისგან შექმნილი დეკორაცია მობეზრდათ და გლამურული წვეულების გამართვა სურთ. კომპანია არ ამხელს, რა ტექნიკის წყალობით ანათებენ ვარდები ღამით.

მომზადებულია interflora.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს