რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა

რომ არა მარიო ტესტინო, ჟიზელ ბუნდჰენი წარმატებას ვერ მიაღწევდა

მსოფლიოში ცნობილი ფოტოგრაფი მარიო ტესტინო ამბობს, რომ ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს სამოდელო კარიერის დასაწყისში სააგენტოები არ სწყალობდნენ. ტესტინო, რომელსაც თითქმის ყველა მოდის სახლთან, მსოფლიო ვარსკვლავთან და ჟურნალთან უმუშავია, ამბობს, რომ ჟიზელის დანახვისთანავე მიხვდა, მის წინაშე მომავალი მსოფლიო სუპერმოდელი იდგა.

"ჟიზელი არავის მოსწონდა და ფოტოგრაფები მასთან მუშაობაზე უარს აცხადებდნენ. ჟურნალის რედაქტორებთან ნამდვილი ომი მქონდა გაჩაღებული. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, ბუნდჰენი ფოტოსესიაზე არ დამებარებინა. არ მოსწონდათ ჟიზელის ცხვირი, მკერდი, წონა და არც სიმაღლე", - აცხადებს ტესტინო ბრიტანულ გაზეთ The Observer-თან საუბარში.

რასაკვირველია, ტესტინო არ შემცდარა - ჟიზელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სუპერმოდელად იქცა. სინდი კროუფორდთან, კლაუდია შიფერთან, კეიტ მოსისთან და ნაომი კემპბელთან ერთად, ჟიზელი ყოველთვის განიხილება, როგორც მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელი. გარდა ამისა, ჟიზელი პირველი სუპერმოდელია, ვისი ქონებაც მილიარდ დოლარს აღწევს.

ესტინო 1954 წელს ქალაქ ლიმაში დაიბადა. მამა იტალიელი ჰყავს, დედა - ირლანდიელი. მარიოს პოპულარული მას შემდეგ გახდა, როდესაც პრინცესა დიანამ ჟურნალ Vanity Fair-ის ფოტოსესიისთვის ფოტოგრაფად აირჩია.

ტესტინოს მსოფლიო ვარსკვლავებთან უმუშავია, მათ შორის არიან: კიმ ბესინჯერი, კამერონ დიასი, გვინეტ პელტროუ, ჯულია რობერტსი, მეგ რაიანი, კეტრინ ზეტა ჯონსი, კლაუდია შიფერი, კეიტ მოსი, ჯენეტ ჯექსონი, მადონა, კაილი მინოუგი, კრისტენ სტიუარტი, ბრიტნი სპირსი და ლედი გაგა. Gucci, Michael Kors, Dolche&Gabbana, Estee Lauder, Valentino და Versace ახალი კოლექციის კამპანიის ფოტოსესიას მხოლოდ ტესტინოს ანდობენ.

მომზადებულია The Observer-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება